შერწყმა, შეძენა და კერძო კაპიტალის ინვესტიციები (M&A & Private Equity)
შერწყმის, შეძენის და კერძო კაპიტალის ინვესტიციების ტრანზაქციები კომპლექსურ სამართლებრივ დაგეგმვასა და კოორდინაციას მოითხოვს. BLP უზრუნველყოფს კომპანიების, ინვესტორების, კერძო საინვესტიციო ფონდების და მეწარმეების სრულ სამართლებრივ მხარდაჭერას ბიზნესის შეძენის, გაყიდვის, ინვესტირების, რესტრუქტურიზაციის და კაპიტალის მოზიდვის პროცესში.
ჩვენი მომსახურება მოიცავს ტრანზაქციის სტრუქტურირებას, სამართლებრივ შეფასებას (Due Diligence), მოლაპარაკებების მხარდაჭერას, ხელშეკრულებების მომზადებას და ტრანზაქციის წარმატებით დასრულებამდე ყველა ეტაპის სამართლებრივ მართვას.
ჩვენი სერვისები
კომპანიების შერწყმა და შეძენა (Mergers & Acquisitions)
- ტრანზაქციის სამართლებრივი სტრუქტურის დაგეგმვა
- საგადასახადო და კორპორაციული ფაქტორების გათვალისწინებით ტრანზაქციის სტრუქტურირება და მრავალმხრივი მოლაპარაკებების სამართლებრივი მხარდაჭერა
- ტრანზაქციის პირობების შეთანხმება
- ბიზნესის და კომპანიების ყიდვა-გაყიდვის სამართლებრივი მხარდაჭერა
- აქციების და წილების შეძენის ტრანზაქციები
- ბიზნესის რეორგანიზაცია და შერწყმა
- ტრანზაქციის სტრუქტურირება
- მოლაპარაკებების სამართლებრივი მხარდაჭერა
- ტრანზაქციის დახურვის (Closing) სამართლებრივი კოორდინაცია.
კერძო კაპიტალის ინვესტიციები (Private Equity)
- კერძო კაპიტალის ინვესტიციების სტრუქტურირება
- ინვესტორების და სამიზნე კომპანიების სამართლებრივი მხარდაჭერა
- საინვესტიციო ტრანზაქციების დაგეგმვა და განხორციელება
- კაპიტალში შესვლის და გასვლის (Entry/Exit) სტრუქტურირება
- მინორიტარი და მაჟორიტარო აქციონერების უფლებების და ვალდებულებები სამართლებრივი რეგულირება და მართვა
- ერთობლივი ინვესტიციების (Co-investment) სამართლებრივი მხარდაჭერა.
ტრანზაქციების სამართლებრივი შეფასება (Legal Due Diligence)
- საპროექტო კომპანიის სამართლებრივი შეფასება
- სახელშეკრულებო და კორპორაციული დოკუმენტაციის ანალიზი
- მარეგულირებელი მოთხოვნების შესაბამისობის შეფასება
- სამართლებრივი რისკების იდენტიფიცირება
- საპროექტო კომპანიის სამართლებრივი შეფასების და რისკების (Due Diligence) ანგარიშის და რეკომენდაციების მომზადება.
საინვესტიციო და ტრანზაქციული დოკუმენტაცია
- აქციებისა და წილების ნასყიდობის ხელშეკრულებები (SPA)
- აქტივების ნასყიდობის ხელშეკრულებები (APA)
- საინვესტიციო ხელშეკრულებები
- აქციონერთა შეთანხმებები (Shareholders' Agreement)
- კაპიტალში მონაწილეობის ხელშეკრულებები
- ტრანზაქციის დასრულებისთვის აუცილებელი დოკუმენტაციის მომზადება და სამართლებრივი ექსპერტიზა
ყველაზე ხშირად ამ სერვისებით სარგებლობთ, როდესაც
- გეგმავთ კომპანიის ან ბიზნესის შეძენას ან გაყიდვას
- იზიდავთ ახალ ინვესტორს ან კერძო საინვესტიციო ფონდს
- ყიდით წილს ან ახორციელებთ კაპიტალის მოზიდვას
- საჭიროა ტრანზაქციის სამართლებრივი შეფასება (Due Diligence)
- მიმდინარეობს კომპანიის რეორგანიზაცია ან შერწყმა
- გსურთ ინვესტიციის სტრუქტურირება და რისკების წინასწარი შეფასება
ჩვენ გვენდობიან, რადგან:
15 წელი სამართლებრივ ბაზარზე
ჩვენ არ ვუყურებთ კანონს მხოლოდ მშრალად — ვიცით, როგორ მუშაობს ის პრაქტიკაში და როგორ მოვარგოთ შენი ბიზნესის ინტერესებს.
ინდივიდუალური მიდგომა
არ ვიყენებთ შაბლონურ დოკუმენტებს. ყოველი წესდება და ხელშეკრულება იწერება კონკრეტულად შენი ბიზნეს-მოდელის რისკების გათვალისწინებით.
უსაფრთხოების გარანტია
ჩვენი მიზანია, პოტენციური სამართლებრივი და ფინანსური რისკები მათ წარმოშობამდე დავაზღვიოთ.
დროის ეკონომია
შენ აფორმებ მინდობილობას, ბიუროკრატიულ და სარეგისტრაციო პროცესებს კი სრულად ჩვენ ვასრულებთ.