სამართლებრივი რისკების მართვა (Legal Risk Management)

ყველა ბიზნესს ყოველდღიურად უწევს სამართლებრივ რისკებთან გამკლავება, თუმცა მათი დროული იდენტიფიცირება და მართვა გაცილებით ნაკლებ დანახარჯს, დროს და რესურსს მოითხოვს, ვიდრე უკვე წარმოშობილი პრობლემების მოგვარება. 

BLP-ის სამართლებრივი რისკების მართვის მომსახურება, კომპანიებს ეხმარება სამართლებრივი რისკების სისტემურ იდენტიფიცირებაში, შეფასებაში, პრიორიტეტიზაციასა და მართვაში. ჩვენი მიზანია, კომპანიამ სამართლებრივი რისკები აღიქვას როგორც მართვადი ბიზნესფაქტორი და არა როგორც მოულოდნელი კრიზისი.

ჩვენი სერვისები

1

სამართლებრივი რისკების იდენტიფიცირება

2

სამართლებრივი რისკების შეფასება და პრიორიტეტიზაცია

3

სამართლებრივი კონტროლის მექანიზმების განვითარება

4

სამართლებრივი რისკების მონიტორინგი და შემცირების გეგმა

ყველაზე ხშირად ამ სერვისებით სარგებლობთ, როდესაც

ჩვენ გვენდობიან, რადგან:

15 წელი სამართლებრივ ბაზარზე

ჩვენ არ ვუყურებთ კანონს მხოლოდ მშრალად — ვიცით, როგორ მუშაობს ის პრაქტიკაში და როგორ მოვარგოთ შენი ბიზნესის ინტერესებს.

ინდივიდუალური მიდგომა

არ ვიყენებთ შაბლონურ დოკუმენტებს. ყოველი წესდება და ხელშეკრულება იწერება კონკრეტულად შენი ბიზნეს-მოდელის რისკების გათვალისწინებით.

უსაფრთხოების გარანტია

ჩვენი მიზანია, პოტენციური სამართლებრივი და ფინანსური რისკები მათ წარმოშობამდე დავაზღვიოთ.

დროის ეკონომია

შენ აფორმებ მინდობილობას, ბიუროკრატიულ და სარეგისტრაციო პროცესებს კი სრულად ჩვენ ვასრულებთ.