სასამართლო & სამართალწარმოება
ბიზნესდავები ხშირად დაკავშირებულია მნიშვნელოვან ფინანსურ, კომერციულ და რეპუტაციულ რისკებთან. BLP კლიენტებს ეხმარება დავების ეფექტიან მართვაში, თავდაპირველი სამართლებრივი შეფასებიდან და მოლაპარაკებებიდან, სასამართლოსა და არბიტრაჟში წარმომადგენლობამდე.
ჩვენი უპირველესი მიზანია, დავების პრევენცია და მხარეთა შორის არსებული განსხვავებული პოზიციების და ინტერესების მოლაპარაკებების გზით გადაწყვეტა.
თუმცა, თუ აღნიშული მიზნის მიღწევა ობიექტური მიზეზების გამო შეუძლებელი აღმოჩნდება, ჩვენს გუნდის მიზანია თითოეული დავა გადაწყდეს კლიენტის ბიზნესინტერესების, რისკების და გრძელვადიანი განვითარების სტრატეგიის გათვალისწინებით.
ჩვენი სერვისები
სასამართლო დავები
- კომერციული და სამოქალაქო დავები
- კომერციული ხელშეკრულებებიდან წარმოშობილი დავები
- სახელშეკრულებო ვალდებულებების დარღვევასთან დაკავშირებული დავები
- ზიანის ანაზღაურების მოთხოვნები
- პრობლემური აქტივების მართვასთან დაკავშირებული დავები.
სასამართლო წარმომადგენლობა
- პირველი ინსტანციის სასამართლო
- სააპელაციო სასამართლო
- უზენაესი სასამართლო
- დროებითი უზრუნველყოფის ღონისძიებები
- სასამართლო დოკუმენტაციის მომზადება.
ადმინისტრაციული და საგადასახადო დავები
- ადმინისტრაციული აქტების გასაჩივრება სასამართლოში
- საგადასახადო დავები
- მარეგულირებელ ორგანოებთან დაკავშირებული სასამართლო და არასასამართლო პროცესები.
ყველაზე ხშირად ამ სერვისებით სარგებლობთ, როდესაც
- თქვენი მიზანია თავიდან აირიდოთ კომერციული, სახელშეკრულებო ან სხვა ტიპის დავა ან/და შეაფასოთ პოტენციური დავის შესაძლებლობა და რისკები
- კომპანია უკვე ჩართულია კომერციულ, სახელშეკრულებო ან სხვა ბიზნესდავაში
- დაირღვა თქვენი კომპანიის სახელშეკრულებო ან ქონებრივი უფლებები და გჭირდებათ მათი ეფექტიანი დაცვა
- თქვენი კომპანიის წინააღმდეგ წარდგენილია პრეტენზია, მოთხოვნა ან სარჩელი
- გსურთ დავის მოლაპარაკებით მოგვარება და სასამართლოსთან დაკავშირებული ხარჯებისა და რისკების შემცირება
- გჭირდებათ სასამართლო ან ადმინისტრაციულ წარმოებაში წარმომადგენლობა და თქვენი ბიზნესინტერესების დაცვაზე ორიენტირებული სამართლებრივი სტრატეგია
ჩვენ გვენდობიან, რადგან:
15 წელი სამართლებრივ ბაზარზე
ჩვენ არ ვუყურებთ კანონს მხოლოდ მშრალად — ვიცით, როგორ მუშაობს ის პრაქტიკაში და როგორ მოვარგოთ შენი ბიზნესის ინტერესებს.
ინდივიდუალური მიდგომა
არ ვიყენებთ შაბლონურ დოკუმენტებს. ყოველი წესდება და ხელშეკრულება იწერება კონკრეტულად შენი ბიზნეს-მოდელის რისკების გათვალისწინებით.
უსაფრთხოების გარანტია
ჩვენი მიზანია, პოტენციური სამართლებრივი და ფინანსური რისკები მათ წარმოშობამდე დავაზღვიოთ.
დროის ეკონომია
შენ აფორმებ მინდობილობას, ბიუროკრატიულ და სარეგისტრაციო პროცესებს კი სრულად ჩვენ ვასრულებთ.