საგადასახადო აუდიტი და საგადასახადო მდგომარეობის კომპლექსური შეფასება (Tax Health Check)
საგადასახადო რისკების დროული გამოვლენა და მართვა ბიზნესის ფინანსური მდგრადობის მნიშვნელოვანი ნაწილია.
BLP-ის საგადასახადო მდგომარეობის კომპლექსური შეფასება, ეხმარება კომპანიებს შეაფასონ საგადასახადო პროცესები, კანონმდებლობასთან შესაბამისობა, არსებული რისკები და შესაძლო ფინანსური ვალდებულებები.
საგადასახადო მდგომარეობის კომპლექსური შეფასების შედეგად კლიენტი იღებს პრაქტიკულ რეკომენდაციებს საგადასახადო რისკების შემცირების, საგადასახადო ოპტიმიზაციის და შესაბამისობის გაუმჯობესებისთვის.
ჩვენი სერვისები
საგადასახადო შესაბამისობის შეფასება
- საგადასახადო კანონმდებლობასთან შესაბამისობის შეფასება
- დეკლარაციების და საგადასახადო ვალდებულებების მიმოხილვა
- საგადასახადო აღრიცხვის პროცესების შეფასება
- შესაბამისობის ხარვეზების იდენტიფიცირება.
- საგადასახადო რისკების იდენტიფიცირება და შეფასება
- საგადასახადო დავების პოტენციური მიზეზების ანალიზი
- სანქციების და ფინანსური რისკების შეფასება
საგადასახადო დოკუმენტაციის და პროცესის შეფასება
- ხელშეკრულებების საგადასახადო ასპექტების შეფასება
- პირველადი დოკუმენტაციის შერჩევითი გადამოწმება
- საგადასახადო მიზნებისთვის დოკუმენტაციის საკმარისობის შეფასება
- რეკომენდაციები დოკუმენტაციის გაუმჯობესებისთვის
- საგადასახადო პროცესების შეფასება
- საგადასახადო კონტროლის შიდა პროცესების შეფასება
- პასუხისმგებლობების გადანაწილების ანალიზი
- საგადასახადო კალენდრის და ვადების მართვის შეფასება
- საგადასახადო პროცესების ოპტიმიზაციის რეკომენდაციები
საგადასახადო რეკომენდაციები და სამოქმედო გეგმა
- საგადასახადო რისკების შემცირების ღონისძიებები
- საგადასახადო შესაბამისობის გაუმჯობესების გეგმა
- პრიორიტეტული ქმედებების ჩამონათვალი
- საგადასახადო ოპტიმიზაციის და შესაბამისობის პრაქტიკული რეკომენდაციები მენეჯმენტისთვის
ყველაზე ხშირად ამ სერვისებით სარგებლობთ, როდესაც
- კომპანია ემზადება საგადასახადო შემოწმებისთვის
- იგეგმება ინვესტიციის ან M&A ტრანზაქცია
- შეიცვალა საგადასახადო კანონმდებლობა
- კომპანიას სურს დამოუკიდებლად შეაფასოს საკუთარი საგადასახადო მდგომარეობა
- ბიზნესს სურს შეამციროს საგადასახადო რისკები და სანქციების ალბათობა
ჩვენ გვენდობიან, რადგან:
15 წელი სამართლებრივ ბაზარზე
ჩვენ არ ვუყურებთ კანონს მხოლოდ მშრალად — ვიცით, როგორ მუშაობს ის პრაქტიკაში და როგორ მოვარგოთ შენი ბიზნესის ინტერესებს.
ინდივიდუალური მიდგომა
არ ვიყენებთ შაბლონურ დოკუმენტებს. ყოველი წესდება და ხელშეკრულება იწერება კონკრეტულად შენი ბიზნეს-მოდელის რისკების გათვალისწინებით.
უსაფრთხოების გარანტია
ჩვენი მიზანია, პოტენციური სამართლებრივი და ფინანსური რისკები მათ წარმოშობამდე დავაზღვიოთ.
დროის ეკონომია
შენ აფორმებ მინდობილობას, ბიუროკრატიულ და სარეგისტრაციო პროცესებს კი სრულად ჩვენ ვასრულებთ.