საბანკო, საფინანსო და საინვესტიციო სამართალი
BLP უწევს სამართლებრივ მხარდაჭერას ბანკებს, საფინანსო ინსტიტუტებს, ინვესტორებს, კომპანიებს და მსესხებლებს ადგილობრივ და საერთაშორისო საფინანსო ოპერაციებში. ჩვენი მომსახურება მოიცავს ფინანსური ტრანზაქციების სტრუქტურირებას, საკრედიტო და უზრუნველყოფის დოკუმენტაციის მომზადებას, პროექტების დაფინანსებას, საინვესტიციო გარიგებებს და მარეგულირებელ მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველყოფას.
ჩვენი მიზანია დავეხმაროთ კლიენტებს უსაფრთხო, ეფექტიანი და კომერციულად გამართული ფინანსური გადაწყვეტილებების მიღებაში, რისკების შემცირებას და ტრანზაქციების წარმატებით განხორციელებაში.
ჩვენი მიზანია თითოეული ტრანზაქცია იყოს უსაფრთხო, ეფექტიანი და მაქსიმალურად დაცული სამართლებრივი და კომერციული რისკებისგან.
ჩვენი სერვისები
საკრედიტო და სასესხო ოპერაციები
- საკრედიტო ხელშეკრულებების მომზადება და სამართლებრივი ექსპერტიზა
- სასესხო და საინვესტიციო ხელშეკრულებების მომზადება
- სინდიცირებული და სუბორდინირებული სესხების სამართლებრივი მხარდაჭერა
- რეფინანსირების ტრანზაქციები
- საკრედიტო პირობების ცვლილება და რესტრუქტურიზაცია
- დაკრედიტების პროცესში სამართლებრივი კონსულტაცია.
მოთხოვნის უზრუნველყოფის სამართალი
- იპოთეკის ხელშეკრულებები
- გირავნობის ხელშეკრულებები
- ფინანსური უზრუნველყოფის სტრუქტურირება
- პირადი და კორპორაციული გარანტიები
- უზრუნველყოფის პაკეტის მომზადება
- უზრუნველყოფის რეალიზაციასთან დაკავშირებული სამართლებრივი მხარდაჭერა.
პროექტების დაფინანსება (Project Finance)
- ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსება
- ენერგეტიკული პროექტების დაფინანსება
- PPP (Public Private Partnership) და კონცესიური პროექტების სამართლებრივი მხარდაჭერა
- პროექტის ფინანსური დოკუმენტაციის მომზადება
- კრედიტორების და სპონსორების ინტერესების დაცვა.
საინვესტიციო ტრანზაქციები
- საინვესტიციო ხელშეკრულებების მომზადება
- კაპიტალში ინვესტირების სტრუქტურირება
- აქციებისა და წილების შეძენის ტრანზაქციები
- საპარტნიორო შეთანხმებები
- წილის ნასყიდობის და მესაკუთრედ რეგისტრაციის სამართლებრივი მხარდაჭერა
- ინვესტორთა უფლებების დაცვა
- ბიზნესიდან გასვლის სტრუქტურების დაგეგმვა
- თანაინვესტირების შეთანხმებები.
ფინანსური ტრანზაქციების სამართლებრივი მხარდაჭერა
- ადგილობრივი და საერთაშორისო ფინანსური ტრანზაქციების სტრუქტურირება
- ადგილობრივი და საერთაშორისო დაფინანსების ოპერაციების სამართლებრივი მხარდაჭერა
- საფინანსო დოკუმენტაციის კოორდინაცია გარიგებების დახურვის (Closing) პროცესის სამართლებრივი მხარდაჭერა
- ფინანსური ტრანზაქციების სამართლებრივი მხარდაჭერა და მართვა.
სამართლებრივი Due Diligence ფინანსურ ტრანზაქციებში
- მსესხებლის სამართლებრივი შეფასება
- პროექტის სამართლებრივი შეფასება
- უზრუნველყოფის საშუალებების სამართლებრივი ანალიზი
- კორპორაციული Due Diligence
- ტრანზაქციის სამართლებრივი რისკების შეფასება.
რესტრუქტურიზაცია და პრობლემური აქტივები
- სესხების რესტრუქტურიზაცია და ოპტიმიზაცია
- ვალდებულებების გადანაწილება
- პრობლემური აქტივების სამართლებრივი მართვა
- უზრუნველყოფის საშუალებების აღსრულება.
მარეგულირებელი და შესაბამისობის საკითხები
- ეროვნული ბანკის რეგულაციებთან შესაბამისობა
- შიდა პოლიტიკების და პროცედურების მომზადება
- მარეგულირებელ მოთხოვნებთან შესაბამისობის შეფასება
- სამართლებრივი რისკების მართვა
- შიდა კონტროლის სამართლებრივი მხარდაჭერა.
ყველაზე ხშირად ამ სერვისებით სარგებლობთ, როდესაც
- იღებთ ან გასცემთ მნიშვნელოვან დაფინანსებას
- ახორციელებთ საინვესტიციო ტრანზაქციას
- გჭირდებათ პროექტის დაფინანსების სამართლებრივი სტრუქტურირება
- აფორმებთ საკრედიტო ან უზრუნველყოფის დოკუმენტაციას
- მონაწილეობთ მრავალმხრივ ფინანსურ გარიგებაში
- გეგმავთ სესხის რესტრუქტურიზაციას
- გსურთ შეაფასოთ ფინანსურ ტრანზაქციასთან დაკავშირებული სამართლებრივი რისკები
ჩვენ გვენდობიან, რადგან:
15 წელი სამართლებრივ ბაზარზე
ჩვენ არ ვუყურებთ კანონს მხოლოდ მშრალად — ვიცით, როგორ მუშაობს ის პრაქტიკაში და როგორ მოვარგოთ შენი ბიზნესის ინტერესებს.
ინდივიდუალური მიდგომა
არ ვიყენებთ შაბლონურ დოკუმენტებს. ყოველი წესდება და ხელშეკრულება იწერება კონკრეტულად შენი ბიზნეს-მოდელის რისკების გათვალისწინებით.
უსაფრთხოების გარანტია
ჩვენი მიზანია, პოტენციური სამართლებრივი და ფინანსური რისკები მათ წარმოშობამდე დავაზღვიოთ.
დროის ეკონომია
შენ აფორმებ მინდობილობას, ბიუროკრატიულ და სარეგისტრაციო პროცესებს კი სრულად ჩვენ ვასრულებთ.