რეგულატორული მონიტორინგი (Regulatory Monitoring)
სამართლებრივი და რეგულატორული გარემო მუდმივად იცვლება, ხოლო დაგვიანებულმა რეაგირებამ შესაძლოა კომპანიას მნიშვნელოვანი სამართლებრივი, ფინანსური და რეპუტაციული ზიანი მიაყენოს.
BLP-ის რეგულატორული მონიტორინგის მომსახურება, უზრუნველყოფს ბიზნესისთვის მნიშვნელოვანი საკანონმდებლო და მარეგულირებელი ცვლილებების უწყვეტ მონიტორინგს, მათი კომპანიის საქმიანობაზე გავლენის შეფასებას და პრაქტიკული რეკომენდაციების მომზადებას.
ჩვენი მიზანია, კლიენტმა ცვლილებების შესახებ შეიტყოს არა მას შემდეგ, რაც ისინი პრობლემად გადაიქცევა, არამედ მანამდე, სანამ მათი მართვა შესაძლებელია.
ჩვენი სერვისები
საკანონმდებლო ცვლილებების მონიტორინგი
- თქვენს ბიზნესსაქმიანობასთან დაკავშირებული კანონების და კანონქვემდებარე აქტების მონიტორინგი
- მოქმედ კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებების ანალიზი დარგობრივი საკანონმდებლო სიახლეების იდენტიფიცირება
- საერთაშორისო რეგულაციების მნიშვნელოვანი ცვლილებების მონიტორინგი
- მარეგულირებელი ორგანოების მოთხოვნების მონიტორინგი
- მარეგულირებელი ორგანოების ახალი მოთხოვნების ანალიზი
- სახელმძღვანელოების, რეკომენდაციების და პრაქტიკის ცვლილებების მონიტორინგი
- რეგულატორული განმარტებების შეფასება
- ზედამხედველობის პრაქტიკის ცვლილებების მიმოხილვა და გავლენის შეფასება
ბიზნესზე გავლენის შეფასება (Regulatory Impact Assessment)
- საკანონმდებლო ცვლილებების გავლენის შეფასება კომპანიის საქმიანობაზე
- შესაბამისობის (Compliance) რისკების იდენტიფიცირება
- შესაძლო ოპერაციული, ფინანსური და სამართლებრივი შედეგების ანალიზი
- შიდა საოპერაციო და სამართლებრივი მიდგომების ცვლილებების პრიორიტეტიზაცია
პრაქტიკული რეკომენდაციებისა და სამოქმედო გეგმის მომზადება
- რეგულატორულ ცვლილებებთან ადაპტაციის რეკომენდაციები
- შიდა პოლიტიკების და პროცედურების განახლების წინადადებების შემუშავება
- პასუხისმგებელი პირების და ვადების განსაზღვრა
- სამოქმედო გეგმის მომზადება
- რეგულატორული შეტყობინებები და პერიოდული ანგარიშგება
- გადაუდებელი სამართლებრივი შეტყობინებების უზრუნველყოფა
- ყოველკვარტლური რეგულატორული მიმოხილვის განხორციელება
- შესაბამისობის მხარდაჭერა ცვლილებების დანერგვის პროცესში
- ცვლილებების იმპლემენტაციის სამართლებრივი მხარდაჭერა
- შიდა დოკუმენტაციის განახლება
- შესაბამისობის პროცესების კოორდინაცია
ყველაზე ხშირად ამ სერვისებით სარგებლობთ, როდესაც
- კომპანია საქმიანობს მკაცრად რეგულირებად სექტორში
- კომპანიას სურს მუდმივად აკონტროლოს და მართოს სამართლებრივი ცვლილებები
- ბიზნესი ოპერირებს რამდენიმე იურისდიქციაში
- კომპანიას არ ჰყავს შიდა იურიდიული და შესაბამისობის გუნდი
- მენეჯმენტს სჭირდება დროული და პრაქტიკული ინფორმაცია რეგულატორული ცვლილებების შესახებ
ჩვენ გვენდობიან, რადგან:
15 წელი სამართლებრივ ბაზარზე
ჩვენ არ ვუყურებთ კანონს მხოლოდ მშრალად — ვიცით, როგორ მუშაობს ის პრაქტიკაში და როგორ მოვარგოთ შენი ბიზნესის ინტერესებს.
ინდივიდუალური მიდგომა
არ ვიყენებთ შაბლონურ დოკუმენტებს. ყოველი წესდება და ხელშეკრულება იწერება კონკრეტულად შენი ბიზნეს-მოდელის რისკების გათვალისწინებით.
უსაფრთხოების გარანტია
ჩვენი მიზანია, პოტენციური სამართლებრივი და ფინანსური რისკები მათ წარმოშობამდე დავაზღვიოთ.
დროის ეკონომია
შენ აფორმებ მინდობილობას, ბიუროკრატიულ და სარეგისტრაციო პროცესებს კი სრულად ჩვენ ვასრულებთ.