პერსონალური მონაცემების დაცვა და Privacy Compliance
პერსონალური მონაცემების დაცვა თანამედროვე ბიზნესის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სამართლებრივი და რეპუტაციული საკითხია.
BLP ეხმარება კომპანიებს, სტარტაპებს და საერთაშორისო ორგანიზაციებს პერსონალური მონაცემების დამუშავების პროცესების სამართლებრივ მოწყობაში, საქართველოსა და საერთაშორისო მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველყოფაში, შიდა პოლიტიკების შემუშავებასა და მარეგულირებელ ორგანოებთან ურთიერთობაში.
ჩვენი მიზანია შევამციროთ თქვენი საქმიანობის სამართლებრივი და ოპერაციული რისკები და უზრუნველვყოთ მონაცემთა დაცვის ეფექტიანი სისტემა.
ჩვენი სერვისები
პერსონალური მონაცემების დამუშავების სამართლებრივი შეფასება
- პერსონალურ მონაცემთა დაცვის და დამუშავების პოლიტიკის შემუშავება
- მონაცემთა ინვენტარიზაცია და მონაცემთა ნაკადების ანალიზი
- პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკის, GDPR და საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის ანალიზი და უზრუნველყოფა
მარეგულირებელ ორგანოებთან ურთიერთობა
- საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურთან კომუნიკაციის მართვა და წარმომადგენლობა
- შემოწმებებისა და ინსპექტირების სამართლებრივი მხარდაჭერა ადმინისტრაციული წარმოება
- გადაწყვეტილებების გასაჩივრება
ტრენინგები და ცნობიერების ამაღლება
- თანამშრომლებისთვის ტრენინგების ორგანიზება პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკითხებში
ყველაზე ხშირად ამ სერვისებით სარგებლობთ, როდესაც
- კომპანია ამუშავებს მომხმარებლების ან თანამშრომლების პერსონალურ მონაცემებს
- საჭიროა შესაბამისობის უზრუნველყოფა საქართველოს კანონმდებლობასთან ან GDPR-თან
- ხდება მონაცემების შეგროვება და გადაცემა
- მოხდა მონაცემთა უსაფრთხოების ინციდენტი
- ინერგება AI, CRM, HRIS, SaaS ან სხვა ციფრული სისტემები, რომლებიც პერსონალურ მონაცემებს ამუშავებენ
ჩვენ გვენდობიან, რადგან:
15 წელი სამართლებრივ ბაზარზე
ჩვენ არ ვუყურებთ კანონს მხოლოდ მშრალად — ვიცით, როგორ მუშაობს ის პრაქტიკაში და როგორ მოვარგოთ შენი ბიზნესის ინტერესებს.
ინდივიდუალური მიდგომა
არ ვიყენებთ შაბლონურ დოკუმენტებს. ყოველი წესდება და ხელშეკრულება იწერება კონკრეტულად შენი ბიზნეს-მოდელის რისკების გათვალისწინებით.
უსაფრთხოების გარანტია
ჩვენი მიზანია, პოტენციური სამართლებრივი და ფინანსური რისკები მათ წარმოშობამდე დავაზღვიოთ.
დროის ეკონომია
შენ აფორმებ მინდობილობას, ბიუროკრატიულ და სარეგისტრაციო პროცესებს კი სრულად ჩვენ ვასრულებთ.