ინტელექტუალური საკუთრება და ტექნოლოგიური სამართალი

ინოვაციები, ბრენდები, ტექნოლოგიები და ციფრული აქტივები თანამედროვე ბიზნესის ერთ-ერთი ყველაზე ღირებული რესურსია.

 
BLP კომპანიებს, სტარტაპებს და ინვესტორებს სთავაზობს ინტელექტუალური საკუთრების და ტექნოლოგიური სამართლის მიმართულებით სრულ სამართლებრივ მხარდაჭერას – ბრენდის დაცვიდან და ლიცენზირებიდან, პროგრამული უზრუნველყოფის და ხელოვნური ინტელექტის სამართლებრივ რეგულირებამდე.

 
ჩვენი მიზანია დავიცვათ თქვენი ინტელექტუალური აქტივები, შევამციროთ სამართლებრივი რისკები და ხელი შევუწყოთ ტექნოლოგიური ბიზნესის უსაფრთხო განვითარებას.

ჩვენი სერვისები

1

სავაჭრო ნიშნები

2

საავტორო უფლებები

3

პროგრამული უზრუნველყოფა და IT ხელშეკრულებები

4

ხელოვნური ინტელექტი (AI) და ციფრული ტექნოლოგიები

5

ლიცენზირება და ტექნოლოგიების კომერციალიზაცია

6

ინტელექტუალური საკუთრების დავები

ყველაზე ხშირად ამ სერვისებით სარგებლობთ, როდესაც

ჩვენ გვენდობიან, რადგან:

15 წელი სამართლებრივ ბაზარზე

ჩვენ არ ვუყურებთ კანონს მხოლოდ მშრალად — ვიცით, როგორ მუშაობს ის პრაქტიკაში და როგორ მოვარგოთ შენი ბიზნესის ინტერესებს.

ინდივიდუალური მიდგომა

არ ვიყენებთ შაბლონურ დოკუმენტებს. ყოველი წესდება და ხელშეკრულება იწერება კონკრეტულად შენი ბიზნეს-მოდელის რისკების გათვალისწინებით.

უსაფრთხოების გარანტია

ჩვენი მიზანია, პოტენციური სამართლებრივი და ფინანსური რისკები მათ წარმოშობამდე დავაზღვიოთ.

დროის ეკონომია

შენ აფორმებ მინდობილობას, ბიუროკრატიულ და სარეგისტრაციო პროცესებს კი სრულად ჩვენ ვასრულებთ.