გადახდისუუნარობა, რესტრუქტურიზაცია და ბიზნესის აღდგენა
ფინანსური სირთულეების წინაშე მდგარ ბიზნესს სჭირდება სწრაფი, სტრატეგიული და სამართლებრივად გამართული გადაწყვეტილებები.
BLP კომპანიებს, კრედიტორებს, ინვესტორებს და მენეჯმენტს სთავაზობს სამართლებრივ მხარდაჭერას გადახდისუუნარობის, ფინანსური რესტრუქტურიზაციის და ბიზნესის აღდგენის პროცესში.
ჩვენი მიზანია დავიცვათ კლიენტის ინტერესები, შევამციროთ ფინანსური და სამართლებრივი რისკები და უზრუნველვყოთ ბიზნესის სიცოცხლისუნარიანობის შენარჩუნება ან აქტივების მაქსიმალური ღირებულების დაცვა.
ჩვენი სერვისები
გადახდისუუნარობის სამართლებრივი მხარდაჭერა
- გადახდისუუნარობის პროცესის სამართლებრივი შეფასება
- კრედიტორების და მოვალეების წარმომადგენლობა
- სასამართლო და ადმინისტრაციული პროცედურები
- მოთხოვნების წარდგენა და დაცვა
ბიზნესის რესტრუქტურიზაცია
- ფინანსური და საოპერაციო რესტრუქტურიზაციის სამართლებრივი მხარდაჭერა
- ვალდებულებების რესტრუქტურიზაცია
- კრედიტორებთან მოლაპარაკებები
- რესტრუქტურიზაციის ხელშეკრულებების მომზადება
ბიზნესის აღდგენის და ბიზნესიდან გასვლის სტრატეგიები
- ბიზნესის აღდგენის და ბიზნესიდან გასვლის სამართლებრივი მხარდაჭერა
- აქტივების და ვალდებულებების სტრუქტურირება
- ბიზნესის რეორგანიზაციის სამართლებრივი მოდელები
- საინვესტიციო გადაწყვეტილებების მხარდაჭერა
პრობლემური აქტივები და ვალები
- პრობლემური აქტივების ტრანზაქციები
- პრობლემური ვალების სამართლებრივი მხარდაჭერა
- აქტივების გასხვისების და შეძენის სტრუქტურირება
- საინვესტიციო Due Diligence
კრედიტორებთან და ინვესტორებთან მოლაპარაკებები და ვალების რესტრუქტურიზაცია
- ვალდებულებების შესრულების შეჩერების შესახებ შეთანხმებები
- მორიგების შეთანხმებები
- ვალის რესტრუქტურიზაციის შეთანხმებები
- რეფინანსირების გარიგებების სამართლებრივი მხარდაჭერა.
- მრავალმხრივი მოლაპარაკებების კოორდინაცია
დავების გადაწყვეტა
- რესტრუქტურიზაციასთან დაკავშირებული დავები
- უზრუნველყოფის საშუალებების აღსრულება
- აქტივების დაცვა
- სასამართლო და საარბიტრაჟო წარმომადგენლობა
ყველაზე ხშირად ამ სერვისებით სარგებლობთ, როდესაც
- კომპანია ფინანსური სირთულეების წინაშე დგას
- საჭიროა კრედიტორებთან ვალდებულებების რესტრუქტურიზაცია
- ინვესტორი გეგმავს პრობლემური აქტივების ან ბიზნესის შეძენას
- მიმდინარეობს გადახდისუუნარობის პროცესი
- საჭიროა ბიზნესის გადარჩენის და აღდგენის სტრატეგიის შემუშავება
- საჭიროა დავალიანებების რეფინანსირება ან შეთანხმება კრედიტორებთან
ჩვენ გვენდობიან, რადგან:
15 წელი სამართლებრივ ბაზარზე
ჩვენ არ ვუყურებთ კანონს მხოლოდ მშრალად — ვიცით, როგორ მუშაობს ის პრაქტიკაში და როგორ მოვარგოთ შენი ბიზნესის ინტერესებს.
ინდივიდუალური მიდგომა
არ ვიყენებთ შაბლონურ დოკუმენტებს. ყოველი წესდება და ხელშეკრულება იწერება კონკრეტულად შენი ბიზნეს-მოდელის რისკების გათვალისწინებით.
უსაფრთხოების გარანტია
ჩვენი მიზანია, პოტენციური სამართლებრივი და ფინანსური რისკები მათ წარმოშობამდე დავაზღვიოთ.
დროის ეკონომია
შენ აფორმებ მინდობილობას, ბიუროკრატიულ და სარეგისტრაციო პროცესებს კი სრულად ჩვენ ვასრულებთ.