ენერგეტიკა და ინფრასტრუქტურის სამართალი
ენერგეტიკის და ინფრასტრუქტურის პროექტები გამოირჩევა მაღალი საინვესტიციო ღირებულებით, კომპლექსური რეგულაციებით და მრავალმხრივი სამართლებრივი ურთიერთობებით.
BLP ენერგეტიკის, სამშენებლო, სატრანსპორტო და სხვა ინფრასტრუქტურული პროექტების მონაწილეებს სთავაზობს სრულ სამართლებრივ მხარდაჭერას პროექტის ყველა ეტაპზე, დაგეგმვიდან, დაფინანსებიდან და ნებართვების მიღებიდან, ხელშეკრულებების სტრუქტურირებასა და პროექტის განხორციელებამდე.
ჩვენი მიზანია დავიცვათ თქვენი კომერციული ინტერესები, შევამციროთ სამართლებრივი რისკები და უზრუნველვყოთ პროექტის წარმატებული განხორციელება.
ჩვენი სერვისები
ენერგეტიკული პროექტების სამართლებრივი მხარდაჭერა
- ჰიდრო, მზის, ქარის და სხვა ენერგეტიკული პროექტების სამართლებრივი მხარდაჭერა
- განახლებადი ენერგიის პროექტები
- ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის პროექტების სამართლებრივი სტრუქტურირება
- ენერგეტიკის სექტორის რეგულაციებთან შესაბამისობა
ინფრასტრუქტურული პროექტები
- სამშენებლო და ინფრასტრუქტურული პროექტების სამართლებრივი მხარდაჭერა
- საჯარო და კერძო თანამშრომლობის (PPP - Public-Private Partnership) პროექტების სამართლებრივი მხარდაჭერა
- სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურული პროექტები
- კონცესიის და ინფრასტრუქტურული შეთანხმებების სამართლებრივი მხარდაჭერა
პროექტების დაფინანსება (Project Finance)
- პროექტების დაფინანსების სტრუქტურირება
- საკრედიტო და უზრუნველყოფის დოკუმენტაცია
- ფინანსური ინსტიტუტების და ინვესტორების წარმომადგენლობა
- მრავალმხრივი და განვითარების ფინანსური ინსტიტუტების (DFIs) პროექტების მხარდაჭერა
რეგულატორული და სანებართვო საკითხები
- ლიცენზიები, ნებართვები და ავტორიზაციები
- მარეგულირებელ ორგანოებთან ურთიერთობა
- ადმინისტრაციული წარმოება
- რეგულატორული შესაბამისობის შეფასება
- მიწის უფლებრივი სტატუსის შეფასება
- სერვიტუტები და სხვა რეალური უფლებები
- მიწის შესყიდვა და იჯარა
- პროექტისთვის აუცილებელი უძრავი ქონების სამართლებრივი მხარდაჭერა
დავების პრევენცია და გადაწყვეტა
- სამშენებლო და ენერგეტიკული და FIDIC დავების პრევენცია
- კონტრაქტების შესრულებასთან დაკავშირებული დავები
- მედიაცია, არბიტრაჟი და სასამართლო წარმომადგენლობა
- პრეტენზიების და საჩივრების მენეჯმენტი (Claims Management)
რატომ უნდა გვენდოთ ჩვენ?
15 წელი სამართლებრივ ბაზარზე
ჩვენ არ ვუყურებთ კანონს მხოლოდ მშრალად — ვიცით, როგორ მუშაობს ის პრაქტიკაში და როგორ მოვარგოთ შენი ბიზნესის ინტერესებს.
ინდივიდუალური მიდგომა
არ ვიყენებთ შაბლონურ დოკუმენტებს. ყოველი წესდება და ხელშეკრულება იწერება კონკრეტულად შენი ბიზნეს-მოდელის რისკების გათვალისწინებით.
უსაფრთხოების გარანტია
ჩვენი მიზანია, პოტენციური სამართლებრივი და ფინანსური რისკები მათ წარმოშობამდე დავაზღვიოთ.
დროის ეკონომია
შენ აფორმებ მინდობილობას, ბიუროკრატიულ და სარეგისტრაციო პროცესებს კი სრულად ჩვენ ვასრულებთ.
ყველაზე ხშირად ამ სერვისებით სარგებლობთ, როდესაც
- ხორციელდება ენერგეტიკული ან ინფრასტრუქტურული პროექტი
- იგეგმება პროექტის დაფინანსება ან ინვესტიციის მოზიდვა
- საჭიროა EPC, PPA, FIDIC ან სხვა სპეციალიზებული ხელშეკრულებების მომზადება ან მოლაპარაკება
- მიმდინარეობს ლიცენზირების, ნებართვების ან მარეგულირებელი პროცედურები
- წარმოიშვა დავა პროექტის განხორციელებისას ან ხელშეკრულების შესრულების პროცესში.