ელექტრონული კომერცია, მომხმარებელთა უფლებები და კონკურენციის სამართალი
ციფრული ვაჭრობის განვითარებასთან ერთად ბიზნესისთვის სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება ელექტრონული კომერციის, მომხმარებელთა უფლებების და კონკურენციის კანონმდებლობასთან შესაბამისობა.
BLP კომპანიებს ეხმარება ონლაინ გაყიდვების სამართლებრივ სტრუქტურირებაში, მომხმარებელთან ურთიერთობის რეგულირებაში, სამართლიანი კონკურენციის წესების დაცვასა და მარეგულირებელ მოთხოვნებთან შესაბამისობაში.
ჩვენი მიზანია, თქვენი ბიზნესი უსაფრთხოდ და ეფექტიანად ოპერირებდეს როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზარზე.
ჩვენი სერვისები
ელექტრონული კომერციის სამართლებრივი მხარდაჭერა
- E-commerce პლატფორმების სამართლებრივი სტრუქტურირება
- ვებგვერდის Terms & Conditions და Privacy Policy-ის შემუშვება
- ონლაინ გაყიდვის წესების და ელექტრონული ხელშეკრულებების მომზადება
- Marketplace-ების და ციფრული პლატფორმების სამართლებრივი მხარდაჭერა
მომხმარებელთა უფლებების დაცვა
- მომხმარებელთა დაცვის კანონმდებლობასთან შესაბამისობა
- მომხმარებელთან დასადები ხელშეკრულებების და სტანდარტული პირობების შემუშავება
- გარანტიის, დაბრუნების და თანხის ანაზღაურების პოლიტიკების, ონლაინ ვაჭრობის წესებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა
- მომხმარებელთა პრეტენზიების სამართლებრივი მართვა
კონკურენციის სამართალი
- კონკურენციის კანონმდებლობასთან შესაბამისობის შეფასება
- დომინანტური მდგომარეობისა და ბაზრის ქცევის სამართლებრივი ანალიზი
- არაკეთილსინდისიერი კონკურენციის საკითხების შესწავლა და სამართლებრივი ანალიზი
- დისტრიბუციის და ექსკლუზიური შეთანხმებების შეფასება და სამართლებრივი ანალიზი
- კონკურენციის სააგენტოსთან წარმომადგენლობა
მარკეტინგისა და რეკლამის შესაბამისობა
- სარეკლამო კამპანიების სამართლებრივი შეფასება
- ფასდაკლების და აქციების პირობების შესაბამისობა
- ინფლუენსერების და ციფრული მარკეტინგის ხელშეკრულებები
- არამართლზომიერი და შეცდომაში შემყვანი რეკლამის პრევენცია
მარეგულირებელ ორგანოებთან ურთიერთობა
- მომხმარებელთა უფლებების დაცვის საკითხებზე წარმომადგენლობა
- კონკურენციის სააგენტოსთან ურთიერთობა და ადმინისტრაციული წარმოება
- სამართლებრივი დასკვნების და განმარტებების მომზადება
ყველაზე ხშირად ამ სერვისებით სარგებლობთ, როდესაც
- იწყებთ ან ავითარებთ ონლაინ მაღაზიას ან Marketplace-ს
- გჭირდებათ ვებგვერდის სამართლებრივი დოკუმენტაცია
- ამზადებთ მომხმარებელთან ურთიერთობის წესებს
- გეგმავთ სარეკლამო ან მარკეტინგულ კამპანიას
- გსურთ კონკურენციის კანონმდებლობასთან შესაბამისობის შეფასება
- ურთიერთობთ კონკურენციის სააგენტოსთან ან მომხმარებელთა უფლებების დაცვის საკითხებზე
ჩვენ გვენდობიან, რადგან:
15 წელი სამართლებრივ ბაზარზე
ჩვენ არ ვუყურებთ კანონს მხოლოდ მშრალად — ვიცით, როგორ მუშაობს ის პრაქტიკაში და როგორ მოვარგოთ შენი ბიზნესის ინტერესებს.
ინდივიდუალური მიდგომა
არ ვიყენებთ შაბლონურ დოკუმენტებს. ყოველი წესდება და ხელშეკრულება იწერება კონკრეტულად შენი ბიზნეს-მოდელის რისკების გათვალისწინებით.
უსაფრთხოების გარანტია
ჩვენი მიზანია, პოტენციური სამართლებრივი და ფინანსური რისკები მათ წარმოშობამდე დავაზღვიოთ.
დროის ეკონომია
შენ აფორმებ მინდობილობას, ბიუროკრატიულ და სარეგისტრაციო პროცესებს კი სრულად ჩვენ ვასრულებთ.