არბიტრაჟი, მედიაცია და დავების ალტერნატიული გადაწყვეტა
კომერციული დავების გადაწყვეტა ყოველთვის არ საჭიროებს სასამართლოს. BLP კლიენტებს სთავაზობს სამართლებრივ მხარდაჭერას ქართულ და საერთაშორისო საარბიტრაჟო ინსტიტუტებში, მედიაციასა და სხვა ალტერნატიული დავების გადაწყვეტის (ADR) მექანიზმებში.
ჩვენ ვეხმარებით კლიენტებს აირჩიონ დავის გადაწყვეტის ყველაზე ეფექტიანი გზა, დაიცვან თავიანთი ინტერესები და შეამცირონ დროითი, ფინანსური და რეპუტაციული რისკები.
ჩვენი სერვისები
კომერციული არბიტრაჟი
- ქართული კომერციული არბიტრაჟი
- საერთაშორისო კომერციული არბიტრაჟი
- ინსტიტუციური და ad hoc არბიტრაჟი
- საარბიტრაჟო შეთანხმებების მომზადება და შეფასება
საარბიტრაჟო წარმოებაში წარმომადგენლობა
- საარბიტრაჟო სარჩელის მომზადება
- წარმომადგენლობა საარბიტრაჟო განხილვებში
- პროცედურული სტრატეგიის შემუშავება
მედიაცია და დავის ალტერნატიული გადაწყვეტა
- მედიაციის პროცესში სამართლებრივი მხარდაჭერა
- მორიგების მოლაპარაკებები და მორიგების შეთანხმებების მომზადება
- დავის სასამართლოს გარეშე გადაწყვეტის სტრატეგიები
საერთაშორისო საარბიტრაჟო დავები
- საერთაშორისო კომერციული დავები
- საერთაშორისო კონტრაქტებიდან წარმოშობილი დავები
- უცხოური მხარეების მონაწილეობით წარმოებული დავები
- საერთაშორისო საარბიტრაჟო წესების სამართლებრივი ანალიზი
საარბიტრაჟო გადაწყვეტილებების აღიარება და აღსრულება
- უცხოური საარბიტრაჟო გადაწყვეტილებების აღიარება
- საარბიტრაჟო გადაწყვეტილებების აღსრულება საქართველოში
- საარბიტრაჟო გადაწყვეტილებების აღსრულებასთან დაკავშირებული სამართლებრივი მხარდაჭერა
საარბიტრაჟო დავის პრევენცია და კონტრაქტების სტრუქტურირება
- საარბიტრაჟო დათქმების (Arbitration Clauses) მომზადება
- დავის ალტერნატიული მექანიზმების ინტეგრირება კომერციულ ხელშეკრულებებში
- კომერციული დავის გადაწყვეტის მექანიზმების წინასწარი დაგეგმვა
- სამართლებრივი რისკების შეფასება საერთაშორისო გარიგებებში
სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების პროცედურები
- სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულება
- იძულებითი აღსრულების პროცესში წარმომადგენლობა
- აქტივების მოძიება და აღსრულების სტრატეგიების მართვა
- აღსრულების პროცესში სამართლებრივი მხარდაჭერა
დავების სტრატეგიული მართვა
- დავის პერსპექტივის შეფასება
- სასამართლოს გარეშე დავის გადაწყვეტის სტრატეგიის შემუშავება
- მტკიცებულებების და სამართლებრივი პოზიციის ანალიზი
- მრავალიურისდიქციული დავების კოორდინაცია
ყველაზე ხშირად ამ სერვისებით სარგებლობთ, როდესაც
- წარმოიშვა კომერციული ან სახელშეკრულებო დავა
- აუცილებელია სასამართლოში თქვენი ინტერესების დაცვა
- გსურთ სასამართლომდე მიაღწიოთ მორიგებას
- მონაწილეობთ არბიტრაჟში ან მედიაციაში
- საჭიროა სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება
- დავა მოიცავს რამდენიმე იურისდიქციას ან საერთაშორისო ელემენტს
- კომერციული ხელშეკრულება შეიცავს საარბიტრაჟო დათქმას
- მხარეებს სურთ კონფიდენციალური და უფრო მოქნილი პროცედურა, ვიდრე სასამართლო
- კომერციული ხელშეკრულება შეიცავს საარბიტრაჟო დათქმას
- მხარეებს სურთ კონფიდენციალური და უფრო მოქნილი პროცედურა, ვიდრე სასამართლო
- აუცილებელია საარბიტრაჟო გადაწყვეტილების აღიარება ან აღსრულება
- ხელშეკრულების მომზადების ეტაპზე გსურთ ეფექტიანი დავის გადაწყვეტის მექანიზმის განსაზღვრა
ჩვენ გვენდობიან, რადგან:
15 წელი სამართლებრივ ბაზარზე
ჩვენ არ ვუყურებთ კანონს მხოლოდ მშრალად — ვიცით, როგორ მუშაობს ის პრაქტიკაში და როგორ მოვარგოთ შენი ბიზნესის ინტერესებს.
ინდივიდუალური მიდგომა
არ ვიყენებთ შაბლონურ დოკუმენტებს. ყოველი წესდება და ხელშეკრულება იწერება კონკრეტულად შენი ბიზნეს-მოდელის რისკების გათვალისწინებით.
უსაფრთხოების გარანტია
ჩვენი მიზანია, პოტენციური სამართლებრივი და ფინანსური რისკები მათ წარმოშობამდე დავაზღვიოთ.
დროის ეკონომია
შენ აფორმებ მინდობილობას, ბიუროკრატიულ და სარეგისტრაციო პროცესებს კი სრულად ჩვენ ვასრულებთ.