ადმინისტრაციული წარმოება და სახელმწიფო ორგანოებთან ურთიერთობა
BLP წარმოადგენს კომპანიების და ფიზიკური პირების ინტერესებს ადმინისტრაციულ ორგანოებთან ურთიერთობის ყველა ეტაპზე.
ჩვენ ვეხმარებით კლიენტებს ლიცენზიების და ნებართვების მიღებაში, ადმინისტრაციული წარმოების პროცესში, რეგულატორულ საკითხებში, ადმინისტრაციული აქტების გასაჩივრებასა და სახელმწიფო უწყებებთან ეფექტიან კომუნიკაციაში.
ჩვენი მიზანია დავიცვათ კლიენტის ინტერესები, შევამციროთ სამართლებრივი რისკები და უზრუნველვყოთ ადმინისტრაციული პროცედურების ეფექტიანი მართვა.
ჩვენი სერვისები
ადმინისტრაციული წარმოება
- ადმინისტრაციული განცხადებების და საჩივრების მომზადება
- ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობა
- სამართლებრივი მოსაზრებების და პოზიციების მომზადება და წარდგენა ადმინისტრაციული ორგანოსთვის
- ადმინისტრაციულ ორგანოებთან კომუნიკაციის მართვა.
ადმინისტრაციულ ორგანოებში წარმომადგენლობა
- სამინისტროებთან წარმომადგენლობა
- მუნიციპალურ ორგანოებთან წარმომადგენლობა
- მარეგულირებელ ორგანოებთან ურთიერთობა და წარმომადგენლობა
- საჯარო დაწესებულებებთან სამართლებრივი კომუნიკაცია
- ადმინისტრაციულ სხდომებსა და განხილვებში მონაწილეობა.
ლიცენზიები, ნებართვები და ავტორიზაციები
- ლიცენზიების მიღების სამართლებრივი მხარდაჭერა
- ნებართვების მიღების პროცესის მართვა
- ავტორიზაციის პროცედურები
- სალიცენზიო და სანებართვო პირობებთან შესაბამისობის შეფასება და მართვა.
ადმინისტრაციული აქტების გასაჩივრება
- ინდივიდუალური ადმინისტრაციული აქტების გასაჩივრება
- ადმინისტრაციული საჩივრების მომზადება
- ადმინისტრაციულ ორგანოში დავის წარმოება
- ადმინისტრაციული სასამართლოსთვის საქმის მომზადება.
რეგულატორული შესაბამისობა
- რეგულატორული მოთხოვნების შეფასება და შესაბამისობის მართვა
- სახელმწიფო ორგანოების მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველყოფის სამართლებრივი მხარდაჭერა
- ადმინისტრაციულ - სამართლებრივი რისკების შეფასება
- შესაბამისობის სამოქმედო გეგმის მომზადება.
საჯარო სექტორთან ურთიერთობა
- სახელმწიფო შესყიდვებთან და ტენდერებთან დაკავშირებული საკითხების სამართლებრივი მხარდაჭერა
- საჯარო დაწესებულებებთან დასადები ხელშეკრულებების სამართლებრივი შეფასება
- ადმინისტრაციული კონტრაქტების დადების და მართვის სამართლებრივი მხარდაჭერა.
ყველაზე ხშირად ამ სერვისებით სარგებლობთ, როდესაც
- გჭირდებათ ლიცენზიის, ნებართვის ან ავტორიზაციის მიღება
- მონაწილეობთ ადმინისტრაციულ წარმოებაში
- ასაჩივრებთ ადმინისტრაციულ აქტს
- ურთიერთობთ მარეგულირებელ ან სხვა სახელმწიფო ორგანოსთან
- მიმდინარეობს ადმინისტრაციული შემოწმება ან მოკვლევა
- გსურთ სამართლებრივი მხარდაჭერა საჯარო უწყებებთან ურთიერთობისას.
ჩვენ გვენდობიან, რადგან:
15 წელი სამართლებრივ ბაზარზე
ჩვენ არ ვუყურებთ კანონს მხოლოდ მშრალად — ვიცით, როგორ მუშაობს ის პრაქტიკაში და როგორ მოვარგოთ შენი ბიზნესის ინტერესებს.
ინდივიდუალური მიდგომა
არ ვიყენებთ შაბლონურ დოკუმენტებს. ყოველი წესდება და ხელშეკრულება იწერება კონკრეტულად შენი ბიზნეს-მოდელის რისკების გათვალისწინებით.
უსაფრთხოების გარანტია
ჩვენი მიზანია, პოტენციური სამართლებრივი და ფინანსური რისკები მათ წარმოშობამდე დავაზღვიოთ.
დროის ეკონომია
შენ აფორმებ მინდობილობას, ბიუროკრატიულ და სარეგისტრაციო პროცესებს კი სრულად ჩვენ ვასრულებთ.