სამართლებრივი რისკების მართვა (Legal Risk Management)
ყველა ბიზნესს ყოველდღიურად უწევს სამართლებრივ რისკებთან გამკლავება, თუმცა მათი დროული იდენტიფიცირება და მართვა გაცილებით ნაკლებ დანახარჯს, დროს და რესურსს მოითხოვს, ვიდრე უკვე წარმოშობილი პრობლემების მოგვარება.
BLP-ის სამართლებრივი რისკების მართვის მომსახურება, კომპანიებს ეხმარება სამართლებრივი რისკების სისტემურ იდენტიფიცირებაში, შეფასებაში, პრიორიტეტიზაციასა და მართვაში. ჩვენი მიზანია, კომპანიამ სამართლებრივი რისკები აღიქვას როგორც მართვადი ბიზნესფაქტორი და არა როგორც მოულოდნელი კრიზისი.
ჩვენი სერვისები
სამართლებრივი რისკების იდენტიფიცირება
- კომპანიის საქმიანობასთან დაკავშირებული სამართლებრივი რისკების გამოვლენა
- სამართლებრივი პროცესების და ოპერაციების შეფასება
- ხელშეკრულებითი, კორპორაციული, შრომითი და რეგულატორული რისკების იდენტიფიცირება
- ახალი ბიზნესპროექტების სამართლებრივი რისკების წინასწარი შეფასება
სამართლებრივი რისკების შეფასება და პრიორიტეტიზაცია
- სამართლებრივი რისკების ალბათობის და გავლენის შეფასება
- სამართლებრივი რისკების იდენტიფიცირება
- კრიტიკული სამართლებრივი რისკების განსაზღვრა
- სამართლებრივი რისკების მატრიცის მომზადება
სამართლებრივი კონტროლის მექანიზმების განვითარება
- შიდა კონტროლის მექანიზმების შეფასება
- პრევენციული სამართლებრივი პროცესების შემუშავება
- სამართლებრივი პოლიტიკების და პროცედურების დანერგვა
- კონტროლის მექანიზმების დანერგვის მხარდაჭერა
სამართლებრივი რისკების მონიტორინგი და შემცირების გეგმა
- სამართლებრივი რისკების რეგულარული მონიტორინგი
- ახალი სამართლებრივი რისკების იდენტიფიცირება
- ბიზნესგარემოზე ცვლილებების გავლენის შეფასება
- მაღალი რისკის მქონე საკითხებზე სამართლებრივი შეფასების მომზადება
- მენეჯმენტისთვის გადაწყვეტილების მიღების მხარდაჭერა
- შესაძლო გავლენის და სამართლებრივი სცენარების ანალიზის მომზადება
- კრიზისული სამართლებრივი რისკების შეფასება
ყველაზე ხშირად ამ სერვისებით სარგებლობთ, როდესაც
- კომპანიას საქმიანობა უწევს სწრაფად ცვალებად სამართლებრივ გარემოში
- კომპანია სწრაფად იზრდება და იზრდება მისი სამართლებრივი რისკებიც
- ბიზნესი ოპერირებს მაღალი რეგულირების პირობებში
- იგეგმება ახალი ბაზრის, პროდუქტის ან ბიზნესმიმართულების დაწყება
- კომპანიას სურს შეამციროს სამართლებრივი დავების, სანქციების და ფინანსური ზარალის ალბათობა
- მენეჯმენტს სჭირდება სამართლებრივი რისკების სისტემური მართვა
ჩვენ გვენდობიან, რადგან:
15 წელი სამართლებრივ ბაზარზე
ჩვენ არ ვუყურებთ კანონს მხოლოდ მშრალად — ვიცით, როგორ მუშაობს ის პრაქტიკაში და როგორ მოვარგოთ შენი ბიზნესის ინტერესებს.
ინდივიდუალური მიდგომა
არ ვიყენებთ შაბლონურ დოკუმენტებს. ყოველი წესდება და ხელშეკრულება იწერება კონკრეტულად შენი ბიზნეს-მოდელის რისკების გათვალისწინებით.
უსაფრთხოების გარანტია
ჩვენი მიზანია, პოტენციური სამართლებრივი და ფინანსური რისკები მათ წარმოშობამდე დავაზღვიოთ.
დროის ეკონომია
შენ აფორმებ მინდობილობას, ბიუროკრატიულ და სარეგისტრაციო პროცესებს კი სრულად ჩვენ ვასრულებთ.