კომპლექსური სამართლებრივი შემოწმება (Legal Due Diligence)
სამართლებრივი Due Diligence წარმოადგენს ბიზნესის, პროექტის, კომპანიის, აქტივის, ტრანზაქციის ან ინვესტიციის ყოვლისმომცველ სამართლებრივ შეფასებას, რომლის მიზანია არსებული სამართლებრივი რისკების, ვალდებულებების და შესაძლებლობების იდენტიფიცირება გადაწყვეტილების მიღებამდე.
BLP უზრუნველყოფს სამართლებრივ ანალიზს, რომელიც ეხმარება ინვესტორებს, კომპანიებს და ფინანსურ ინსტიტუტებს მიიღონ ინფორმირებული გადაწყვეტილებები, შეამცირონ რისკები და უზრუნველყონ დაგეგმილი პროექტის ან ტრანზაქციების უსაფრთხო განხორციელება.
ჩვენი სერვისები
კორპორაციული სამართლებრივი შემოწმება
- კომპანიის სამართლებრივი სტატუსის შეფასება
- დამფუძნებელი დოკუმენტაციის ანალიზი
- კორპორაციული მმართველობის შეფასება
- პარტნიორთა და აქციონერთა სტრუქტურის ანალიზი
- კორპორაციული გადაწყვეტილებების და ჩანაწერების გადამოწმება
სახელშეკრულებო სამართლებრივი შემოწმება
- მოქმედი ხელშეკრულებების სამართლებრივი შეფასება
- მნიშვნელოვანი კომერციული ხელშეკრულებების ანალიზი
- ხელშეკრულებებიდან გამომდინარე რისკების შეფასება
- ვალდებულებებისა და პასუხისმგებლობის ანალიზი
- ცვლილების ან შეწყვეტის პირობების შეფასება
მარეგულირებელ მოთხოვნებთან შესაბამისობის შემოწმება
- ლიცენზიებისა და ნებართვების ანალიზი
- რეგულაციებთან შესაბამისობის შეფასება
- ადმინისტრაციული მოთხოვნების გადამოწმება
- პოტენციური სანქციების და სამართლებრივი რისკების შეფასება
უძრავი ქონების და აქტივების სამართლებრივი შემოწმება
- საკუთრების უფლების ანალიზი
- იპოთეკების, გირავნობების და სხვა შეზღუდვების შემოწმება
- უძრავი ქონების სარეგისტრაციო დოკუმენტაციის შემოწმება
- აქტივებთან დაკავშირებული სამართლებრივი რისკების იდენტიფიცირება და შეფასება
შრომითი ურთიერთობების სამართლებრივი შემოწმება
- შრომითი ხელშეკრულებების შემოწმება და ანალიზი
- HR დოკუმენტაციის ანალიზი
- შრომის კანონმდებლობასთან შესაბამისობის შეფასება
- მიმდინარე ან პოტენციური შრომითი დავების შეფასება
სასამართლო და სამართლებრივი დავების შემოწმება და შეფასება
- მიმდინარე სასამართლო დავების ანალიზი
- პოტენციური სამართლებრივი მოთხოვნების შემოწმება
- დავებთან დაკავშირებული ფინანსური და სამართლებრივი რისკების ანალიზი
ყველაზე ხშირად ამ სერვისებით სარგებლობთ, როდესაც
- გეგმავთ კომპანიის ან ბიზნესის შეძენას
- შემოდის ახალი ინვესტორი ან პარტნიორი
- იწყებთ შერწყმის ან რეორგანიზაციის პროცესს
- აფინანსებთ პროექტს ან აქტივს
- იძენთ უძრავ ქონებას ან მნიშვნელოვან აქტივს
- გსურთ წინასწარ შეაფასოთ კომპანიის ან პროექტის და ტრანზაქციის სამართლებრივი მდგომარეობა და პოტენციური რისკები
- ამზადებთ კომპანიას ინვესტიციის, გაყიდვის ან საერთაშორისო პარტნიორობისთვის
ჩვენ გვენდობიან, რადგან:
15 წელი სამართლებრივ ბაზარზე
ჩვენ არ ვუყურებთ კანონს მხოლოდ ზედაპირულად. ჩვენ ვიცით, როგორ მუშაობს ის პრაქტიკაში და როგორ მოვარგოთ შენი ბიზნესის ინტერესებს.
ინდივიდუალური მიდგომა
არ ვიყენებთ შაბლონურ დოკუმენტებს. ყოველი წესდება და ხელშეკრულება იწერება კონკრეტულად შენი ბიზნეს-მოდელის საჭიროების და რისკების გათვალისწინებით.
უსაფრთხოების გარანტია
ჩვენი მიზანია, პოტენციური სამართლებრივი და ფინანსური რისკები მათ წარმოშობამდე დავაზღვიოთ.
დროის ეკონომია
შენ აფორმებ მინდობილობას, ბიუროკრატიულ და სარეგისტრაციო პროცესებს კი სრულად ჩვენ ვასრულებთ.