კომპლექსური სამართლებრივი შემოწმება (Legal Due Diligence)

კომპლექსური სამართლებრივი შემოწმება (Legal Due Diligence)

სამართლებრივი Due Diligence წარმოადგენს ბიზნესის, პროექტის, კომპანიის, აქტივის, ტრანზაქციის ან ინვესტიციის ყოვლისმომცველ სამართლებრივ შეფასებას, რომლის მიზანია არსებული სამართლებრივი რისკების, ვალდებულებების და შესაძლებლობების იდენტიფიცირება გადაწყვეტილების მიღებამდე. 

BLP უზრუნველყოფს სამართლებრივ ანალიზს, რომელიც ეხმარება ინვესტორებს, კომპანიებს და ფინანსურ ინსტიტუტებს მიიღონ ინფორმირებული გადაწყვეტილებები, შეამცირონ რისკები და უზრუნველყონ დაგეგმილი პროექტის ან ტრანზაქციების უსაფრთხო განხორციელება.

ჩვენი სერვისები

1

კორპორაციული სამართლებრივი შემოწმება

2

სახელშეკრულებო სამართლებრივი შემოწმება

3

მარეგულირებელ მოთხოვნებთან შესაბამისობის შემოწმება

4

უძრავი ქონების და აქტივების სამართლებრივი შემოწმება

5

შრომითი ურთიერთობების სამართლებრივი შემოწმება

6

სასამართლო და სამართლებრივი დავების შემოწმება და შეფასება

ყველაზე ხშირად ამ სერვისებით სარგებლობთ, როდესაც

ჩვენ გვენდობიან, რადგან:

15 წელი სამართლებრივ ბაზარზე

ჩვენ არ ვუყურებთ კანონს მხოლოდ ზედაპირულად. ჩვენ ვიცით, როგორ მუშაობს ის პრაქტიკაში და როგორ მოვარგოთ შენი ბიზნესის ინტერესებს.

ინდივიდუალური მიდგომა

არ ვიყენებთ შაბლონურ დოკუმენტებს. ყოველი წესდება და ხელშეკრულება იწერება კონკრეტულად შენი ბიზნეს-მოდელის საჭიროების და რისკების გათვალისწინებით.

უსაფრთხოების გარანტია

ჩვენი მიზანია, პოტენციური სამართლებრივი და ფინანსური რისკები მათ წარმოშობამდე დავაზღვიოთ.

დროის ეკონომია

შენ აფორმებ მინდობილობას, ბიუროკრატიულ და სარეგისტრაციო პროცესებს კი სრულად ჩვენ ვასრულებთ.