ენერგეტიკა და ინფრასტრუქტურის სამართალი

ენერგეტიკის და ინფრასტრუქტურის პროექტები გამოირჩევა მაღალი საინვესტიციო ღირებულებით, კომპლექსური რეგულაციებით და მრავალმხრივი სამართლებრივი ურთიერთობებით. 

BLP ენერგეტიკის, სამშენებლო, სატრანსპორტო და სხვა ინფრასტრუქტურული პროექტების მონაწილეებს სთავაზობს სრულ სამართლებრივ მხარდაჭერას პროექტის ყველა ეტაპზე, დაგეგმვიდან, დაფინანსებიდან და ნებართვების მიღებიდან, ხელშეკრულებების სტრუქტურირებასა და პროექტის განხორციელებამდე. 

ჩვენი მიზანია დავიცვათ თქვენი კომერციული ინტერესები, შევამციროთ სამართლებრივი რისკები და უზრუნველვყოთ პროექტის წარმატებული განხორციელება.

ჩვენი სერვისები

1

ენერგეტიკული პროექტების სამართლებრივი მხარდაჭერა

2

ინფრასტრუქტურული პროექტები

3

პროექტების დაფინანსება (Project Finance)

4

რეგულატორული და სანებართვო საკითხები

5

დავების პრევენცია და გადაწყვეტა

რატომ უნდა გვენდოთ ჩვენ?

15 წელი სამართლებრივ ბაზარზე

ჩვენ არ ვუყურებთ კანონს მხოლოდ მშრალად — ვიცით, როგორ მუშაობს ის პრაქტიკაში და როგორ მოვარგოთ შენი ბიზნესის ინტერესებს.

ინდივიდუალური მიდგომა

არ ვიყენებთ შაბლონურ დოკუმენტებს. ყოველი წესდება და ხელშეკრულება იწერება კონკრეტულად შენი ბიზნეს-მოდელის რისკების გათვალისწინებით.

უსაფრთხოების გარანტია

ჩვენი მიზანია, პოტენციური სამართლებრივი და ფინანსური რისკები მათ წარმოშობამდე დავაზღვიოთ.

დროის ეკონომია

შენ აფორმებ მინდობილობას, ბიუროკრატიულ და სარეგისტრაციო პროცესებს კი სრულად ჩვენ ვასრულებთ.

ყველაზე ხშირად ამ სერვისებით სარგებლობთ, როდესაც