ინტელექტუალური საკუთრება და ტექნოლოგიური სამართალი
ინოვაციები, ბრენდები, ტექნოლოგიები და ციფრული აქტივები თანამედროვე ბიზნესის ერთ-ერთი ყველაზე ღირებული რესურსია.
BLP კომპანიებს, სტარტაპებს და ინვესტორებს სთავაზობს ინტელექტუალური საკუთრების და ტექნოლოგიური სამართლის მიმართულებით სრულ სამართლებრივ მხარდაჭერას – ბრენდის დაცვიდან და ლიცენზირებიდან, პროგრამული უზრუნველყოფის და ხელოვნური ინტელექტის სამართლებრივ რეგულირებამდე.
ჩვენი მიზანია დავიცვათ თქვენი ინტელექტუალური აქტივები, შევამციროთ სამართლებრივი რისკები და ხელი შევუწყოთ ტექნოლოგიური ბიზნესის უსაფრთხო განვითარებას.
ჩვენი სერვისები
სავაჭრო ნიშნები
- სავაჭრო ნიშნის რეგისტრაცია
- საერთაშორისო რეგისტრაციის მხარდაჭერა
- ბრენდის დაცვის სტრატეგია
- სავაჭრო ნიშნებთან დაკავშირებული დავები
- ბრენდის გამოყენების და ლიცენზირების საკითხების მართვა
საავტორო უფლებები
- საავტორო უფლებების სამართლებრივი დაცვა
- პროგრამული უზრუნველყოფის და ციფრული კონტენტის დაცვა
- დიზაინის, ფოტოების, ვიდეოების და მულტიმედიური ნამუშევრების დაცვა
- ლიცენზირების ხელშეკრულებები
- უფლებების გადაცემისა და გამოყენების შეთანხმებები
პროგრამული უზრუნველყოფა და IT ხელშეკრულებები
- პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავების ხელშეკრულებები
- პროგრამული უზრუნველყოფის როგორც მომსახურების (Software as a Service) ხელშეკრულებები
- პროგრამული უზრუნველყოფის ლიცენზირების ხელშეკრულებები
- ღრუბლოვანი (Cloud) სერვისების ხელშეკრულებები
- IT აუთსორსინგის ხელშეკრულებები
- ტექნიკური მხარდაჭერის და მომსახურების (Maintenance & Support) ხელშეკრულებები
ხელოვნური ინტელექტი (AI) და ციფრული ტექნოლოგიები
- ხელოვნური ინტელექტი (AI-ის) გამოყენების სამართლებრივი შეფასება
- გენერაციული AI-ის გამოყენების სამართლებრივი საკითხები
- AI სისტემებთან დაკავშირებული პასუხისმგებლობის შეფასება
ლიცენზირება და ტექნოლოგიების კომერციალიზაცია
- ინტელექტუალური საკუთრების ლიცენზირების ხელშეკრულებები
- ტექნოლოგიის გადაცემის ხელშეკრულებები
- ფრენჩაიზინგის ხელშეკრულებები
- Know-how-ის დაცვის მექანიზმები
- პროგრამული უზრუნველყოფის და ციფრული ტექნოლოგიების კომერციული გამოყენების სტრუქტურირება და მართვა
ინტელექტუალური საკუთრების დავები
- სავაჭრო ნიშნების დარღვევასთან დაკავშირებული დავები
- საავტორო უფლებების დაცვა
- არაკეთილსინდისიერი კონკურენცია
- ინტელექტუალური საკუთრების დაცვის სასამართლო და ადმინისტრაციული მექანიზმები
- ონლაინ პლატფორმებზე უფლებების დაცვის პროცედურები
ყველაზე ხშირად ამ სერვისებით სარგებლობთ, როდესაც
- ქმნით ახალ გამოგონებას, ბრენდს ან პროდუქტს
- გსურთ სავაჭრო ნიშნის რეგისტრაცია საქართველოში ან საერთაშორისო დონეზე
- ავითარებთ პროგრამულ უზრუნველყოფას ან SaaS პლატფორმას
- ამზადებთ IT, AI ან ლიცენზირების ხელშეკრულებებს
- გეგმავთ ტექნოლოგიის კომერციალიზაციას ან ფრენჩაიზინგს
- საჭიროა ინტელექტუალური საკუთრების დარღვევაზე რეაგირება ან უფლებების დაცვა
ჩვენ გვენდობიან, რადგან:
15 წელი სამართლებრივ ბაზარზე
ჩვენ არ ვუყურებთ კანონს მხოლოდ მშრალად — ვიცით, როგორ მუშაობს ის პრაქტიკაში და როგორ მოვარგოთ შენი ბიზნესის ინტერესებს.
ინდივიდუალური მიდგომა
არ ვიყენებთ შაბლონურ დოკუმენტებს. ყოველი წესდება და ხელშეკრულება იწერება კონკრეტულად შენი ბიზნეს-მოდელის რისკების გათვალისწინებით.
უსაფრთხოების გარანტია
ჩვენი მიზანია, პოტენციური სამართლებრივი და ფინანსური რისკები მათ წარმოშობამდე დავაზღვიოთ.
დროის ეკონომია
შენ აფორმებ მინდობილობას, ბიუროკრატიულ და სარეგისტრაციო პროცესებს კი სრულად ჩვენ ვასრულებთ.