ᲩᲕᲔᲜ ᲨᲔᲡᲐᲮᲔᲑ
BLP არის სამართლებრივი და ბიზნეს საკონსულტაციო კომპანია, რომელიც ადგილობრივ და საერთაშორისო ბიზნესებს და ინდივიდუალურ კლიენტებს ეხმარება სამართლებრივი რისკების ეფექტიან მართვასა და სტრატეგიული ბიზნეს გადაწყვეტილებების მიღებაში.
ჩვენი მიზანია, თქვენი ბიზნესი იყოს სამართლებრივად დაცული, ეფექტურად მართული და მზად მასშტაბირების და გრძელვადიანი განვითარებისთვის. ამ მიზნის მისაღწევად, BLP გეხმარებათ სამართლებრივი და კომერციული რისკების ეფექტიან მართვაში, სწორი ბიზნეს გადაწყვეტილებების მიღებასა და ისეთი სამართლებრივი სისტემის ჩამოყალიბებაში, რომელიც ეფუძნება სწორად სტრუქტურირებულ ხელშეკრულებებს, მოქმედ რეგულაციებთან შესაბამისობას და თქვენი ბიზნესის მიზნებზე მორგებულ სტრატეგიულ მხარდაჭერას.
როგორც თქვენი სამართლებრივი და ბიზნეს საკონსულტაციო პარტნიორი, BLP უზრუნველყოფს სტრატეგიულ მხარდაჭერას, რომელიც აძლიერებს კორპორაციულ მმართველობას, ხელს უწყობს ეფექტიან ბიზნეს პროცესებს და ქმნის მყარ სამართლებრივ საფუძველს სტაბილური, მდგრადი და გრძელვადიან წარმატებაზე ორიენტირებული საქმიანობისათვის. ჩვენი მიდგომა აერთიანებს იურიდიულ ექსპერტიზას, ბიზნესის პრაქტიკულ გამოცდილებას და კლიენტის მიზნებსა და საჭიროებებზე მორგებულ პრაქტიკულ გადაწყვეტილებებს.
გუნდის შესახებ
BLP-ის გუნდი აერთიანებს მრავალწლიანი პრაქტიკული გამოცდილების მქონე იურისტებს, ბიზნესის და კორპორაციული მართვის, რეგულირების და შესაბამისობის, საინვესტიციო, საგადასახადო და ბიზნეს საკონსულტაციო მიმართულებების პროფესიონალებს. ჩვენი გუნდის წევრებს აქვთ როგორც კერძო სექტორში, ისე საერთაშორისო ორგანიზაციებთან, ფინანსურ ინსტიტუტებთან და მრავალფეროვან ინდუსტრიებში მუშაობის გამოცდილება, რაც გვაძლევს შესაძლებლობას თითოეული კლიენტის საჭიროებას შევხედოთ ფართო ბიზნეს კონტექსტში და შევთავაზოთ პრაქტიკული, ეფექტიანი და გრძელვადიან შედეგზე ორიენტირებული გადაწყვეტილებები.
ჩვენ გვჯერა, რომ მაღალი ხარისხის პროფესიული მომსახურება მხოლოდ სამართლებრივი ცოდნით არ შემოიფარგლება. სწორედ ამიტომ, BLP-ში სამართლებრივი ექსპერტიზა შერწყმულია ბიზნესის, რისკების მართვის, კორპორაციული მმართველობის და სტრატეგიული აზროვნების კომპეტენციებთან. ამგვარი ინტეგრირებული მიდგომა საშუალებას გვაძლევს, კლიენტებს დავეხმაროთ არა მხოლოდ მიმდინარე საკითხების წარმატებით გადაწყვეტაში, არამედ მათი ბიზნესის მდგრად განვითარებაში, რისკების პრევენციასა და ახალი შესაძლებლობების ეფექტიან გამოყენებაში.
ჩვენი გუნდის საქმიანობა ეფუძნება პროფესიონალიზმს, მაღალ ეთიკურ სტანდარტებს, კონფიდენციალურობას და პარტნიორულ ურთიერთობას. თითოეულ პროექტს ვუდგებით განსაკუთრებული პასუხისმგებლობით, სიღრმისეული ანალიზით და შედეგზე ორიენტირებული მიდგომით, იმისათვის რომ ჩვენმა პარტნიორებმა და კლიენტებმა მიიღონ, სრულფასოვანი, შედეგზე ორიენტირებული და ეფექტიანი ბიზნეს გადაწყვეტილებები.
BLP-ის გუნდის მთავარ ამოცანას წარმოადგენს, შექმნას გრძელვადიანი ღირებულება თითოეული კლიენტისთვის და უზრუნველყოს მაღალი სტანდარტის სამართლებრივი და ბიზნეს საკონსულტაციო მომსახურება, რომელიც პასუხობს თანამედროვე ბიზნესგარემოს მოთხოვნებს და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას.