სანოტარო და სარეგისტრაციო მომსახურება
ბიზნესის და ქონებრივ ურთიერთობებთან დაკავშირებული მრავალი სამართლებრივი მოქმედება მოითხოვს სანოტარო დამოწმებას, სახელმწიფო რეგისტრაციას ან შესაბამის ადმინისტრაციულ პროცედურებს.
BLP უზრუნველყოფს სანოტარო და სარეგისტრაციო პროცესების სრულ სამართლებრივ კოორდინაციას, დოკუმენტების მომზადებიდან და სამართლებრივი შემოწმებიდან შესაბამის სახელმწიფო ორგანოებში რეგისტრაციით და სანოტარო პროცედურებების მართვით დასრულებული.
ჩვენი სერვისები
სანოტარო დოკუმენტების მომზადება
- სანოტარო დამოწმებას დაქვემდებარებული დოკუმენტაციის და მინდობილობების მომზადების და აღსრულების კოორდინაცია
- თანხმობებისა და განცხადებების მომზადების კოორდინაცია
- სანოტარო აქტებისთვის საჭირო სამართლებრივი დოკუმენტაციის მომზადება
- დოკუმენტების სამართლებრივი გადამოწმება სანოტარო დამოწმებამდე
კორპორაციული რეგისტრაცია და ცვლილებები
- კომპანიის რეგისტრაციის და რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილებების განხორციელების სამართლებრივი მხარდაჭერა
- წესდების ცვლილებების რეგისტრაცია
- დირექტორის, პარტნიორის და აქციონერის ცვლილებების რეგისტრაცია
- კაპიტალის ცვლილებების რეგისტრაცია
- რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის პროცესების რეგისტრაციის მხარდაჭერა
უძრავი ქონების სარეგისტრაციო მხარდაჭერა
- უძრავი ქონების რეგისტრაციასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მომზადება
- საკუთრების და სხვა უფლებების რეგისტრაციის პროცესის კოორდინაცია
- იპოთეკის და სხვა უზრუნველყოფის საშუალებების რეგისტრაციის მხარდაჭერა
- რეესტრის ჩანაწერების სამართლებრივი გადამოწმება
სახელმწიფო რეესტრებთან ურთიერთობის მხარდაჭერა
- საჯარო რეესტრში განცხადებების და დოკუმენტაციის მომზადება და წარდგენა.
- ადმინისტრაციული რეგისტრაციის პროცესების კოორდინაცია
- რეგისტრაციის ხარვეზების სამართლებრივი აღმოფხვრის მხარდაჭერა
- ამონაწერების და ოფიციალური დოკუმენტების მიღების ორგანიზება
სანოტარო და სარეგისტრაციო პროცესების სამართლებრივი კოორდინაცია
- გარიგებისათვის საჭირო სანოტარო და სარეგისტრაციო ნაბიჯების დაგეგმვა
- დოკუმენტაციის სრულყოფის კონტროლი
- პროცესში მონაწილე მხარეებთან კომუნიკაციის კოორდინაცია
- რეგისტრაციის დასრულებამდე სამართლებრივი მხარდაჭერა
- ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის საბანკო ანგარიშების გახსნის კოორდინაცია
ყველაზე ხშირად ამ მომსახურებას იყენებენ, როდესაც:
- იქმნება ან იცვლება კომპანია
- მიმდინარეობს უძრავი ქონების შეძენა, გასხვისება ან იპოთეკით დატვირთვა
- საჭიროა მინდობილობის, თანხმობის ან სხვა სანოტარო დოკუმენტის მომზადება
- ხორციელდება კორპორაციული ცვლილებების რეგისტრაცია
- ბიზნესს სჭირდება რეგისტრაციის პროცესის უსაფრთხოდ და ეფექტიანად დასრულება
ჩვენ გვენდობიან, რადგან:
15 წელი სამართლებრივ ბაზარზე
ჩვენ არ ვუყურებთ კანონს მხოლოდ მშრალად — ვიცით, როგორ მუშაობს ის პრაქტიკაში და როგორ მოვარგოთ შენი ბიზნესის ინტერესებს.
ინდივიდუალური მიდგომა
არ ვიყენებთ შაბლონურ დოკუმენტებს. ყოველი წესდება და ხელშეკრულება იწერება კონკრეტულად შენი ბიზნეს-მოდელის რისკების გათვალისწინებით.
უსაფრთხოების გარანტია
ჩვენი მიზანია, პოტენციური სამართლებრივი და ფინანსური რისკები მათ წარმოშობამდე დავაზღვიოთ.
დროის ეკონომია
შენ აფორმებ მინდობილობას, ბიუროკრატიულ და სარეგისტრაციო პროცესებს კი სრულად ჩვენ ვასრულებთ.