სამართლებრივი მდგომარეობის კომპლექსური შეფასება (Legal Audit)

ბიზნესის სამართლებრივი მდგომარეობის დროული შეფასება საუკეთესო საშუალებაა სამართლებრივი, ფინანსური და რეპუტაციული რისკების პრევენციისთვის. 

BLP-ის „სამართლებრივი მდგომარეობის კომპლექსური შეფასება (Legal Audit)” როგორც მომსახურება, წარმოადგენს კომპანიის სამართლებრივი გარემოს კომპლექსურ ანალიზს, რომლის ფარგლებშიც ფასდება კორპორაციული დოკუმენტაცია, ხელშეკრულებები, შრომითი ურთიერთობები, რეგულატორული შესაბამისობა, პერსონალური მონაცემების დაცვა, ინტელექტუალური საკუთრება და სხვა მნიშვნელოვანი მიმართულებები. 

შეფასების შედეგად კლიენტი იღებს დეტალურ სამართლებრივ ანგარიშს, რისკების დიაგნოსტიკას და პრაქტიკულ სამოქმედო გეგმას მათი აღმოსაფხვრელად.

ჩვენი სერვისები

1

კორპორაციული სამართლებრივი შეფასება

2

ხელშეკრულებების შეფასება

3

შრომის სამართლის და HR სისტემის შეფასება

4

რეგულატორული შესაბამისობის შეფასება

5

სამართლებრივი რისკების შეფასება

6

სამართლებრივი ანგარიშის და სამოქმედო გეგმის მომზადება

ყველაზე ხშირად ამ სერვისებით სარგებლობთ, როდესაც

ჩვენ გვენდობიან, რადგან:

15 წელი სამართლებრივ ბაზარზე

ჩვენ არ ვუყურებთ კანონს მხოლოდ მშრალად — ვიცით, როგორ მუშაობს ის პრაქტიკაში და როგორ მოვარგოთ შენი ბიზნესის ინტერესებს.

ინდივიდუალური მიდგომა

არ ვიყენებთ შაბლონურ დოკუმენტებს. ყოველი წესდება და ხელშეკრულება იწერება კონკრეტულად შენი ბიზნეს-მოდელის რისკების გათვალისწინებით.

უსაფრთხოების გარანტია

ჩვენი მიზანია, პოტენციური სამართლებრივი და ფინანსური რისკები მათ წარმოშობამდე დავაზღვიოთ.

დროის ეკონომია

შენ აფორმებ მინდობილობას, ბიუროკრატიულ და სარეგისტრაციო პროცესებს კი სრულად ჩვენ ვასრულებთ.