FinTech, Crypto და ციფრული ბიზნესის სამართალი
ფინანსური ტექნოლოგიები და ციფრული ეკონომიკა სწრაფად ცვლის ბიზნესის ფუნქციონირების წესებს.
BLP კომპანიებს, სტარტაპებს, ინვესტორებსა და ფინანსურ ინსტიტუტებს სთავაზობს სრულ სამართლებრივ მხარდაჭერას FinTech-ის, ვირტუალური აქტივების (Crypto), საგადახდო მომსახურებების და ციფრული ბიზნესის მიმართულებით.
ჩვენ ვეხმარებით კლიენტებს ბიზნესმოდელის სამართლებრივ სტრუქტურირებაში, რეგულატორულ შესაბამისობაში, ლიცენზირების და რეგისტრაციის პროცესებში, ასევე ეროვნული ბანკთან და სხვა მარეგულირებელ ორგანოებთან ურთიერთობაში.
ჩვენი სერვისები
FinTech-ის რეგულირება და სამართლებრივი კონსულტაცია
- FinTech ბიზნესმოდელის სამართლებრივი შეფასება
- FinTech კომპანიების სამართლებრივი სტრუქტურირება
- მარეგულირებელი მოთხოვნების ანალიზი
- სამართლებრივი დასკვნების (Legal Opinion) მომზადება
- საქართველოს ეროვნული ბანკის რეგულაციებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა
- მარეგულირებელ ორგანოებთან ურთიერთობის სამართლებრივი მხარდაჭერა
საგადახდო მომსახურებები და ელექტრონული ფული
- საგადახდო მომსახურების პროვაიდერების (PSP) სამართლებრივი მხარდაჭერა
- PSP-ის ლიცენზირების და რეგისტრაციის მხარდაჭერა
- საგადახდო მომსახურებების მარეგულირებელ მოთხოვნებთან შესაბამისობა
- ელექტრონული გადახდის სისტემების სამართლებრივი მხარდაჭერა
- გადახდების მიღების პროექტების სამართლებრივი მხარდაჭერა
- გადახდის პლატფორმების და პროექტების სამართლებრივი მხარდაჭერა
- საქართველოს ეროვნულ ბანკთან ურთიერთობის სამართლებრივი მხარდაჭერა
ვირტუალური აქტივები, კრიპტოაქტივები და ვირტუალური აქტივების სერვისები
- ვირტუალური აქტივების მომსახურების პროვაიდერის (VASP) რეგისტრაციის სამართლებრივი მხარდაჭერა
- VASP-ის კორპორაციული მართვის სისტემის შემუშავება
- ვირტუალური აქტივების ბიზნესმოდელის სამართლებრივი შეფასება
- ტოკენების და კრიპტო პროექტების სამართლებრივი მხარდაჭერა
- ბლოკჩეინ პროექტების სამართლებრივი მხარდაჭერა
- საქართველოს ეროვნულ ბანკთან კომუნიკაცია, წარმომადგენლობა და რეგულატორული მხარდაჭერა
ციფრული ფინანსური პროდუქტები და ინოვაციები
- ციფრული საფულეების (Digital Wallet) სამართლებრივი მხარდაჭერა
- ინტეგრირებული ფინანსური სერვისების (Embedded Finance) პროექტების სამართლებრივი მხარდაჭერა და მართვა
- გადახდის გადავადების (Buy Now, Pay Later – BNPL) პროექტების სამართლებრივი მხარდაჭერა და მართვა
- ციფრული საბანკო პროდუქტების და სერვისების სამართლებრივი მხარდაჭერა
- ფინანსური ტექნოლოგიების (FinTech API) ინტეგრაციის პროექტები
- ინოვაციური ფინანსური პროდუქტების სამართლებრივი მხარდაჭერა
შესაბამისობა (Compliance), AML/CFT და რისკების მართვა
- ფულის გათეთრების და ტერორიზმის დაფინანსების პრევენციის (AML/CFT) სისტემის შემუშავება
- AML/CFT პოლიტიკების და პროცედურების მომზადება
- მომხმარებლის იდენტიფიკაციის (KYC), მომხმარებლის სათანადო შემოწმების (CDD) და გაძლიერებული შემოწმების (EDD) პოლიტიკების შემუშავება
- საერთაშორისო სანქციებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა
- შესაბამისობის (Compliance) აუდიტი
- შესაბამისობის რისკების შეფასება
- რისკების მართვის სისტემების შემუშავება
- კორპორაციული მართვის (Governance) ჩარჩოს შემუშავება
- შიდა პოლიტიკების და პროცედურების მომზადება
- თანამშრომლებისთვის Compliance და AML/CFT ტრენინგების ჩატარება
მარეგულირებელ ორგანოებთან წარმომადგენლობა
- ეროვნული ბანკის წინაშე წარმომადგენლობა
- რეგისტრაციისა და ავტორიზაციის პროცესის მართვა
- მარეგულირებელი მოთხოვნების შესრულება
- ადმინისტრაციული წარმოება
- რეგულატორული გადაწყვეტილებების გასაჩივრება
ყველაზე ხშირად ამ სერვისებით სარგებლობთ, როდესაც
- ქმნით FinTech ან Crypto სტარტაპს
- გეგმავთ VASP-ის რეგისტრაციას საქართველოში
- აპირებთ PSP-ის საქმიანობის დაწყებას
- გჭირდებათ AML/CFT და KYC სისტემების სამართლებრივი მოწყობა
- ურთიერთობთ საქართველოს ეროვნულ ბანკთან
- ავითარებთ ციფრულ საგადახდო, Blockchain ან Web3 პროდუქტს
- გსურთ რეგულირებად ბაზარზე უსაფრთხოდ და კანონმდებლობის სრული დაცვით ოპერირება
ჩვენ გვენდობიან, რადგან:
15 წელი სამართლებრივ ბაზარზე
ჩვენ არ ვუყურებთ კანონს მხოლოდ მშრალად — ვიცით, როგორ მუშაობს ის პრაქტიკაში და როგორ მოვარგოთ შენი ბიზნესის ინტერესებს.
ინდივიდუალური მიდგომა
არ ვიყენებთ შაბლონურ დოკუმენტებს. ყოველი წესდება და ხელშეკრულება იწერება კონკრეტულად შენი ბიზნეს-მოდელის რისკების გათვალისწინებით.
უსაფრთხოების გარანტია
ჩვენი მიზანია, პოტენციური სამართლებრივი და ფინანსური რისკები მათ წარმოშობამდე დავაზღვიოთ.
დროის ეკონომია
შენ აფორმებ მინდობილობას, ბიუროკრატიულ და სარეგისტრაციო პროცესებს კი სრულად ჩვენ ვასრულებთ.