შრომის სამართალი და HR Compliance
თანამედროვე ორგანიზაციებისთვის შრომითი ურთიერთობების ეფექტიანი მართვა მხოლოდ კანონმდებლობის დაცვით არ შემოიფარგლება.
BLP კომპანიებს ეხმარება დასაქმების სრული ციკლის სამართლებრივ მართვაში, ყოველდღიური შრომით-სამართლებრივი და HR პროცესების მხარდაჭერის და შიდა პოლიტიკების შემუშავების და შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის და დავების გადაწყვეტის ჩათვლით.
ჩვენი მიზანია შევამციროთ სამართლებრივი რისკები, უზრუნველვყოთ კანონმდებლობასთან შესაბამისობა და შევქმნათ გამჭვირვალე, სამართლიანი და ეფექტიანი სამუშაო გარემო.
ჩვენი სერვისები
შრომითი ურთიერთობების სამართლებრივი მხარდაჭერა
- შრომითი ხელშეკრულებების მომზადება და მართვა
- დირექტორების და მენეჯმენტის ხელშეკრულებები
- კონსულტანტების, დისტანციურად დასაქმებულების და ფრილანსერების ხელშეკრულებები
- თანამშრომელთა მიღების და გათავისუფლების სამართლებრივი მხარდაჭერა
- გამოსაცდელი ვადის, სამუშაო დროის და ანაზღაურების საკითხები.
შრომით-სამართლებრივი და HR Compliance და შიდა პოლიტიკები
- შრომით სამართლებრივი და HR შესაბამისობის აუდიტი
- შიდა შრომითი პოლიტიკების შემუშავება და დანერგვა
- თანამშრომელთა ქცევის კოდექსის და შინაგანაწესის მომზადება
- დისციპლინური პროცედურების მართა
- ინტერესთა კონფლიქტის პოლიტიკა
- დისტანციური მუშაობის პოლიტიკა
- მოქნილი სამუშაო რეჟიმის პოლიტიკა
- ხოლოვნური ინტელექტის (AI) გამოყენების პოლიტიკა სამუშაო გარემოში
- შიდა საჩივრების და გამოძიების პროცედურების შემუშავება და დანერგვა.
სამუშაო პროცესების სამართლებრივი მართვა
- შრომითი ურთიერთობის და პირობების ცვლილებები
- დაწინაურება და პოზიციის ცვლილება
- ანაზღაურების და ბონუსების სისტემების სამართლებრივი მხარდაჭერა
- სამუშაო დროის და ზეგანაკვეთური მუშაობის საკითხები
- შვებულებების სამართლებრივი მართვა
- პერსონალური მონაცემების დამუშავება HR პროცესებში.
შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა და რესტრუქტურიზაცია
- შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის სამართლებრივი მხარდაჭერა
- რეორგანიზაციის პროცესის დაგეგმვა და მართვა
- კომპენსაციის და საბოლოო ანგარიშსწორების საკითხების კოორდინაცია
- შრომითი ურთიერთობების დასრულება შეთანხმებით
შრომითი დავები და სასამართლო წარმომადგენლობა
- მოლაპარაკებები თანამშრომლებთან
- დავების პრევენცია
- შრომითი მედიაცია
- წარმომადგენლობა სასამართლოში
- წარმომადგენლობა შრომის ინსპექციასთან
- ადმინისტრაციული სამართალწარმოება
საერთაშორისო დასაქმება და შრომითი მობილობა
- უცხო ქვეყნის მოქალაქეების დასაქმება საქართველოში
- უცხოელი თანამშრომლების სამართლებრივი მხარდაჭერა
- საერთაშორისო დასაქმების ხელშეკრულებები
- რელოკაციის სამართლებრივი მხარდაჭერა.
HR აუთსორსინგის სამართლებრივი მხარდაჭერა
- HR პროცესების სამართლებრივი მხარდაჭერა
- HR დოკუმენტაციის მომზადება
- HR შესაბამისობის შეფასება
- HR აუდიტი
- შრომითი რისკების შეფასება
- HR ფუნქციის იურიდიული კონსულტირება.
ყველაზე ხშირად ამ სერვისებით სარგებლობთ, როდესაც
- იღებთ ახალ თანამშრომლებს ან მენეჯმენტის წევრებს
- ამზადებთ ან განაახლებთ შრომით ხელშეკრულებებს და HR დოკუმენტაციას
- გსურთ შექმნათ ან განაახლოთ კომპანიის შიდა პოლიტიკები
- გეგმავთ რეორგანიზაციას ან შტატების ოპტიმიზაციას
- მიმდინარეობს შრომითი დავა ან შრომის ინსპექციის შემოწმება
- ასაქმებთ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს
- გსურთ, რომ თქვენი HR პროცესები სრულად შეესაბამებოდეს მოქმედ კანონმდებლობას და საუკეთესო პრაქტიკას.
ჩვენ გვენდობიან, რადგან:
15 წელი სამართლებრივ ბაზარზე
ჩვენ არ ვუყურებთ კანონს მხოლოდ მშრალად — ვიცით, როგორ მუშაობს ის პრაქტიკაში და როგორ მოვარგოთ შენი ბიზნესის ინტერესებს.
ინდივიდუალური მიდგომა
არ ვიყენებთ შაბლონურ დოკუმენტებს. ყოველი წესდება და ხელშეკრულება იწერება კონკრეტულად შენი ბიზნეს-მოდელის რისკების გათვალისწინებით.
უსაფრთხოების გარანტია
ჩვენი მიზანია, პოტენციური სამართლებრივი და ფინანსური რისკები მათ წარმოშობამდე დავაზღვიოთ.
დროის ეკონომია
შენ აფორმებ მინდობილობას, ბიუროკრატიულ და სარეგისტრაციო პროცესებს კი სრულად ჩვენ ვასრულებთ.