შენი ბიზნესის მყარი სამართლებრივი ფუნდამენტი
ბიზნესის დაფუძნება, სტრუქტურირება და კორპორაციული მართვა
BLP ბიზნესს ეხმარება საქმიანობის დაწყების, სწორი კორპორაციული სტრუქტურის ჩამოყალიბების და ეფექტიანი მმართველობის სისტემის შექმნის ყველა ეტაპზე.
ჩვენი მხარდაჭერა მოიცავს კომპანიის დაფუძნებას, პარტნიორთა ურთიერთობების სამართლებრივ მოწესრიგებას, კორპორაციული დოკუმენტაციის მომზადებას, მმართველობის სტრუქტურის განვითარებას და ბიზნესის ზრდასთან დაკავშირებული კორპორაციული ცვლილებების სამართლებრივ უზრუნველყოფას.
ჩვენი მიზანია შევქმნათ ისეთი სამართლებრივი საფუძველი, რომელიც ხელს შეუწყობს თქვენი ბიზნესის უსაფრთხო, გამჭვირვალე და მდგრად განვითარებას.
ჩვენი სერვისები
ბიზნესის დაფუძნება
- კომპანიის რეგისტრაცია
- უცხოური კომპანიის ფილიალის რეგისტრაცია
- წარმომადგენლობის რეგისტრაცია
- ინდივიდუალური მეწარმის რეგისტრაცია
- არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის რეგისტრაცია
- ერთობლივი საწარმოს (Joint Venture) სტრუქტურირება
- ბიზნესის სამართლებრივი ფორმის შერჩევა
- დამფუძნებელთა და პარტნიორთა ურთიერთობების სამართლებრივი დაგეგმვა და სახელშეკრულებო მოწესრიგება
კორპორაციული სტრუქტურირება
- ბიზნესის კორპორაციული სტრუქტურის დაგეგმვა
- ჰოლდინგური სტრუქტურების შექმნა
- ჯგუფური კომპანიების სტრუქტურირება
- Beneficial Ownership სტრუქტურირება
- შვილობილი კომპანიების შექმნა
კორპორაციული დოკუმენტაცის შედგენა
- წესდების მომზადება
- წესდების ცვლილება
- პარტნიორთა შეთანხმებები მომზადება
- დირექტორთა გადაწყვეტილებები
- პარტნიორთა კრების გადაწყვეტილებები
- აქციონერთა გადაწყვეტილებები
- მინდობილობები და კორპორატიული უფლებამოსილების გადაცემა
მიმდინარე კორპორაციული მხარდაჭერა
- დირექტორის ცვლილება
- პარტნიორის ცვლილება
- კაპიტალის ცვლილება
- წილის გასხვისება
- წილის გადაცემა
- მეწარმეთა რეესტრში რეგისტრირებული მონაცემების ცვლილებები
- საწესდებო კაპიტალის ცვლილება
ბიზნესის რეორგანიზაცია
- შერწყმა
- გაყოფა
- გარდაქმნა
- რეორგანიზაცია
- კომპანიის ლიკვიდაცია
- კომპანიის დახურვა
- ბიზნესის გადაცემა
ყველაზე ხშირად ამ სერვისებით სარგებლობთ, როდესაც
- იწყებთ ახალ ბიზნესს საქართველოში
- ქმნით შვილობილ კომპანიას ან ფილიალს
- იცვლება პარტნიორთა შემადგენლობა ან მენეჯმენტი
- კომპანიაში შემოდის ახალი ინვესტორი
- გეგმავთ ბიზნესის გაფართოებას
- საჭიროა კომპანიის რეორგანიზაცია
- გსურთ თქვენი ბიზნესის კორპორაციული სტრუქტურის და მართვის გაუმჯობესება
- ამზადებთ ბიზნესს ინვესტიციისთვის ან გაყიდვისთვის
- გჭირდებათ მიმდინარე კორპორაციული იურიდიული მხარდაჭერა
ჩვენ გვენდობიან, რადგან:
15 წელი სამართლებრივ ბაზარზე
ჩვენ არ ვუყურებთ კანონს მხოლოდ მშრალად — ვიცით, როგორ მუშაობს ის პრაქტიკაში და როგორ მოვარგოთ შენი ბიზნესის ინტერესებს.
ინდივიდუალური მიდგომა
არ ვიყენებთ შაბლონურ დოკუმენტებს. ყოველი წესდება და ხელშეკრულება იწერება კონკრეტულად შენი ბიზნეს-მოდელის რისკების გათვალისწინებით.
უსაფრთხოების გარანტია
ჩვენი მიზანია, პოტენციური სამართლებრივი და ფინანსური რისკები მათ წარმოშობამდე დავაზღვიოთ.
დროის ეკონომია
შენ აფორმებ მინდობილობას, ბიუროკრატიულ და სარეგისტრაციო პროცესებს კი სრულად ჩვენ ვასრულებთ.